მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ დაიბლოკა საქართველოს პარლამენტში შემავალი მეილები? არაოფიციალური ინფორმაციით, ფოთის პორტის შემდეგ ...

რატომ დაიბლოკა საქართველოს პარლამენტში შემავალი მეილები? არაოფიციალური ინფორმაციით, ფოთის პორტის შემდეგ კიბერთავდასხმა ამჯერად პარლამენტის ელფოსტაზე მოხდა

Published on

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა ფოთის პორტის შემდეგ საქართველოს პარლამენტის ელექტრონულ ფოსტაზეც განხორციელდა. 
  შსს-ს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის უარყოფს ამგვარ ინტერპრეტაციას და აცხადებს, რომ  მიზანმიმართულ კიბერშეტევაზე საუბარი არ არის, თუმცა   მიმდინარეობს ვითარებაში გარკვევა.
 
„პირველ რიგში, ფოთის პორტთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ იქ კიბერთავდასხმა არ ყოფილა.- აღნიშნა შალვა ხუციშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას – იქ ერთ-ერთი უცხოური საერთაშორისო კომპანია ოპერირებს და მასზე იყო გარკვეული კიბერშეტევა, რომელსაც იძიებენ იმ ქვეყნის სამსახურები, სადაც მდებარეობს სათაო ოფისი და ჩვენთან მხოლოდ მისი წარმომადგენლობა იყო. რაც შეეხება პარლამენტს, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ შემოსულა, თუმცა, ასე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენი სპეციალისტები დაუკავშირდნენ პარლამენტის შესაბამის სამსახურს. ამჟამად მიმდინარეობს ვითარებაში გარკვევა და ამის შემდეგ გადაწყდება სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყება თუ არა, ანუ რასთან გვქონდა საქმე. გამოძიება ამ ეტაპისთვის დაწყებული არ არის. " 
 
არსებული ინფორმაციით, პარლამენტის წევრების ელფოსტაზე  კიბერშეტევა განხორციელდა. როგორც საკანონმდებლო ორგანოში საუბრობენ, პარლამენტის თითქმის ყველა წევრმა, ერთდროულად მიიღო საფოსტო შეტყობინება, რომ მათ გზავნილებზე კიბერთავდასხმაა. ტუმცა 
 პარლამენტის პრესსამსახური ოფიციალურად არ ადასტურებს ამას. იქ აცხადებენ, რომ  კიბერთავდასხმა არ განხორციელებულა, უბრალოდ არსებობდა ინფორმაცია შესაძლო საფრთხის შესახებ, რის გამოც, "შემომავალი მეილები პრევენციული მიზნით დაიბლოკა".
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...