მთავარისიახლეებისაზოგადოებაძლიერმა წვიმამ თბილისსა და რუსთავში პრობლემები შექმნა - დატბორა ქუჩები და საცხოვრებელი...

ძლიერმა წვიმამ თბილისსა და რუსთავში პრობლემები შექმნა – დატბორა ქუჩები და საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები

Published on

ძლიერმა წვიმამ რუსთავში პრობლემები შექმნა – დატბორა ქუჩები და საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები. მოსახლეობას წვიმის წყალი სახურავიდანაც ჩაუვიდა და სახლები დაეტბორა. ძლიერმა ქარმა რამდენიმე მისამართზე ხეები მოგლიჯა. მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო სამსახურები, საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს ნიაღვარმიმღები ჭების გაწმენდა და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა.ქალაქის უდიდეს ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. ძლიერი წვიმა და ქარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჭარბი ნალექის გამო სანიაღვრე სისტემამ წყალი ვერ გაატარა, რის გამოც ქალაქის გარკვეულ უბნები – მესხიშვილი, ლეონიძე, თოდრია, მეგობრობის გამზირი, ბალანჩივაძე, მე-12 მიკრორაიონი, ასევე, შიდა ეზოები და უბნები, ჭყონდიდელის დასახლება დაიტბორა.რუსთავში ძლიერმა ქარმა რჩეულიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად ახადა. საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა ქარმა სანაპიროს ქუჩაზე. 

სიახლეები

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...