საბრძოლო ეტლებით რბოლა ნიკოფსიაში – უნიკალური ფრაგმენტი მოზაიკური იატაკისა, რომელიც მსოფლიო კულტურის უახლეს აღმოჩენად არის აღიარებული

0
466
არქეოლოგებმა კიპროსზე ,, ხელახლა'' აღმოჩინეს კიდევ ერთი ფრაგმენტი მოზაიკისა, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით მე – 4 საუკუნით თარიღდება და რომის იმპერიის აყვავების ხანას მიეკუთვნება.  ფრაგმენტზე გამოსახულია შეჯიბრი  საბრძოლო ეტლებით რბოლაში, რომელიც ერთობ პოპულარული იყო ძველ საბერძნეთსა და რომის იმპერიაში – ნათქვამია პორტალ Science Alert – ის პუბლიკაციაში. 
 
თავდაპირველად მოზაიკის უმთავრესი ნაწილიადგილობრივმა ფერმერებმა 1938 წელს აღმოაჩინეს,  კიპროსის დედაქალაქის ნიკოფსიის სიახლოვეს მდებარე სოფელ აკაკიში, იქ, სადაც რკინიგზის ხაზი გადიოდა, მაგრამ ხელისუფლებამ გათხრები გაურკვეველი ვადით გადადო. ამჯერად მკვლევარებმა ,,ხელახლა’’ აღმოაჩინეს მოზაიკა, რომელიც სიგრძით 11 მეტრია, სიგანით – 4. მასზე აღბეჭდილია ოთხი მხედარი, რომელთა საბრძოლო ეტლებში ამდენივე ცხენია შებმული. 
 
საბრძოლო ეტლების გვერდით მიწერილია ცხენოსანთა სახელები, რომელთაც ახლა ისტორიულ ჩანაწერებში ეძებენ მკვლევარები. აღმოჩენა უნიკალურია იმდენად, რამდენადაც კიპროსზე და მთელ მსოფლიოში ხელოვნების ნიმუშად აღიარების ღირსი არც ისე ბევრი მოზაიკური იატაკია ნაპოვნი,, ამასთან ეს ახალი აღმოჩენა  წარმოადგენს ერთერთს მსოფლიო მნიშვნელობის სულ რამდენიმე იატაკურ მოზაიკას შორის, რომლებზედაც საბრძოლო ეტლებით რბოლაა ასახული.    ამ აღმოჩენით მათ მეათე ნიმუში შეემატა, ამასთან თვით მათ შორისაც გამოირჩევა ფერებით, დახვეწილობითა და ექსპრესიით. 
 
მოზაიკაზე რბოლასთან ერთად ჩანს დელფინის ფორმის შადრევანი, ცხენზე ამხედრებული მამაკაცი და ორი ადამიანი ხელში მათრახით და წყლით სავსე ქოთნით.  არქეოლოგები ფიქრობენ, რომ მოზაიკური იატაკი ამშვენებდა  იმდროინდელი წარჩინებულის, კიპროსის ერთერთი უმდიდრესი ადამიანის  სასახლეს და ვარაუდობენ,  რომ ეს ადამიანი რომის იმპერიის სათავეში უნდა ყოფილიყო.
 
ამ დროისათვის მოზაიკა გაწმენდილია მიწის ფენისა და ღრმად ჩაჭრილი ჭუჭყისგან და  უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს მისი რესტავრაცია, მანამდე კი მის დასათვალიერებლად არავის  უშვებენ.
 
არქეოლოგიური გათხრები  ამ ადგილებში გრძელდება, მოელიან, რომ აქ მოზაიკის სხვა ფრაგმენტებიც აღმოჩნდება 
 
წინა სტატიაუბედური შემთხვევა გლდანში – საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 6 წლის ბავშვი გადმოვარდა
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი რბილი ,,ლ” – ს, თბილისელობისა და ,,სოფლელის” მერობის შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური