მთავარისიახლეებიკულტურასალვადორ დალის აკლდამას გახსნიან - შესაძლოა დნმ ანალიზმა დაადასტუროს ესპანელი ქალის...

სალვადორ დალის აკლდამას გახსნიან – შესაძლოა დნმ ანალიზმა დაადასტუროს ესპანელი ქალის მტკიცება, რომ იგი მხატვრის შვილია

Published on

მადრიდის სასამართლომ  მხატვარ სალვადორ დალის საფლავის გათხრის გადაწყვეტილება მიიღო. BBC -ის ცნობით გარდაცვალებიდან 28 წლის სემდეგ მოხდება ცხედრის ესგუმაცია და დნმ ანალიზი, რათა დადგინდეს,  რამდენად შეესაბამება სიმართლეს ცნობილია, ესპანელი ნათელმხილველის  პილარ აბელ მარტინესის ბიოლოგიური მამა.  
სამოცი წლის ქალი ამტკიცებს, რომ სალვადორ დალის 1955 წელს ფარული რომანი ჰქონდა მის დედასთან, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა მხატვრის ოჯახში. იმ დროს დალი გალაზე იყოდაქორწინებული, თუმცა წყვილს შვილები არ ჰყოლია.
 
ეს უკვე მეორე ექსპერტიზაა, რომელიც მარტინესის მოთხოვნით ტარდება, პირველი ტესტირება ჩატარდა მხატვრის თმებსა და კანზე, ათი წლის წინათ, როცა მარტინესმა გააკეთა პირველი   ოფიციალური განაცხადი სალვადორ დალის შვილობის შესახებ. მაშინ საიდუმლო საიდუმლოდ დარჩა, რადგან  დალის ფონდმა, რომელიც მხატვრის მემკვიდრეობას განაგებს, აკრძალა ანალიზის ბოლომდე მიყვანა და პირველადი შედეგების გახმაურება. ამჯერად გალა დალის ფონდს კომენტარი აქამდე არ გაუკეთებია.
 
პილარ აბელ მარტინესი ამბობს: უპირველეს ყოვლისა, მინდა ვიცოდე ვინა ვარ . მეორეც მინდა სიცოცხლის ბოლოს მაინც გავუკეთო დედაჩემს რაიმე სასიამოვნო. მე რომ ფულს ვიყო დახარბებული, ყოველი ჩემი ინტერვიუსთვის ჰონოარს მოვიტხოვდი. მაგრამ ესარასოდეს გამიკეთებია, თავად არასოდეს მიცდია  მედიის ვარსკვლავი გავმხდარიყავი, ჟურნალისტები აქტ მეძებდნენ. ძალიან მახარებს, რომ სასამართლომ ესგადაწყვეტილება მიიღო. 2007 წლიდან ვიბრძვი სიმართლის დადგენისათვის. სამჯერ ჩავიტარე დნმ ანალიზი, სამივეჯერ დამიმალეს პასუხი. იმედია, ახალა მაინც მივიყვან საქმეს ბოლომდე. ''
 
ამრიგადგადაწყვეტილება დნმ ანალიზის ჩატარების შესახებ მიღებულია.ახლა სასამართლომ უნდა გასცეს დამატებითი განკარგულება გაიხსნას   დალის საოჯახო აკლდამა.  სიცოცხლეში ერთობ ახირებული მხატვარი ამაშიც ორიგინალური აღმოჩნდა – იგი, მისი ანდერძის თანახმად, მიწისთვის არ მიუბარებიათ, დასვენებულია საცხედრეზე დალის თეატრ-მუზეუმის ტერიტორიაზე, ქალაქ ფიგერასში.
 
როგორც ცნობილია, სალვადორ დალი 1989 წელს, 85 წლის ასაკში ესპანეთში გარდაიცვალა. მთელი თავისი  დანატოვარი მან ესპანეთს უანდერძა.
თუ მარტინესის შვილობა დადასტურდება, იგი მხატვრის ერთადერთ მემკვიდრედ   გამოცხადდება.  
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...