მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ის მთვარიდან ჩამოფრენილა და პირდაპირ საკრებულოს სდომაზე მოსულა"- საკრებულოს თავმჯდომარე "ევროპული საქართველოს"...

“ის მთვარიდან ჩამოფრენილა და პირდაპირ საკრებულოს სდომაზე მოსულა”- საკრებულოს თავმჯდომარე “ევროპული საქართველოს” დეპუტატს პასუხობს [Video]

Published on

„ქალბატონმა, რომელიც ევროპული საქართველოს თავმჯდომარეა, თქვა, რომ რუხში საერთოდ არაფერი არ გაკეთებულა. ის მთვარიდან ჩამოფრენილა და პირდაპირ საკრებულოს სდომაზე მოსულა, მას არ უნახავს არც თეგეთა მოტორსი, არც რუხი მოლი, საავადმოფო და ა.შ, რომლითაც რუხის მოსახლეობა სარგებლობს. მან თქვა, რომ არ არის საბავშვო ბაღი და გამიკვირდა. რუხში ბაღი არის, მაგრამ არ არის თანამედროვე შენობა,  ჩვენ გვჭირდება დრო და არა მარტო რუხში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გვექნება თანამედროვე ინტერიერტით და ექსტერიერით განახლებული ბაღები, ერთ დღეში მუნიციპალიტეტები არ აშენდება“, – ასე უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს, რომელმაც საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე თინათინ თოდუამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად  დატოვა. საკრებულოს წევრის თქმით, რუხში მდებარე საბავშვო ბაღი რემონტს საჭიროებს. საკითხის განხილვას საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოყვა, მაიზერ ნანავამ განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე პრეტენზიებს ვერ მოისმენდა, რადგან რუხში ხელისუფლებამ საკმაო ინვესტიცია ჩადო.ამის საპასუხოდ დეპუტატმა სხდომა დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...