სანამ ივანიშვილი მკურნალობს თუ მის გაშემო ატეხილი მითქმა-მოთქმით ხალისობს, პოლიტიკოსები და ექსპერტები საუბრობენ შესაძლო ავანტიურაზე, რომელიც ,,ქართული ოცნებისგან'' მის თვითდისტანცირებაზეა მიმართული.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა რურუა ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე თავად ივანიშვილი ცდილობს „ქართული ოცნებისგან" დისტანცირებას.
ნიკა რურუა ამის მიზეზად, ყოფილი პრემიერის მხრიდან მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებზე პასუხისმგებლობის არიდებას ასახელებს.
„ივანიშვილი, ჩემი აზრით, მიუხედავად მისი მეპატრონეობისა, იმ სტატუსისა, რომელიც მას აქვს „ქართულ ოცნებაზე“, ის ტვირთად იქცა თვითონ "ქართული ოცნებისთვის". ვინაიდან, ყველა მისი დაპირება, რაც აქამდე ამომრჩეველმა მოისმინა, აღმოჩნდა ტყუილი. გაირკვა, რომ ის არის პოლიტიკური ცრუპენტელა, ავანტიურისტი, რომელიც ხალხს ატყუებდა თანმიმდევრულად და მეთოდურად,“ – განაცხადა ნიკა რურუამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილს კულისებში ყოფნა ურჩევია. რურუა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს თბილისის მერად კახი კალაძის კანდიდატურის დასახელება პრობლემას არ შეუქმნის, რადგან ყოფილი პრემიერისთვის ენერგეტიკის ამჟამინდელი მინისტრი „წვრილფეხობაა“.
„თუ კალაძეს არ ექნება მხარდაჭერა ადმინისტრაციული რესურსის, ის ვერ გახდება მერი, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ნარმანიას მერე მეორე მერი „ქართული ოცნებიდან“, თბილისის მოსახელობისთვის აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მიუღებელი,“ – განცხადა ნიკა რურუამ.
,,რაღაც თამაშია, ბატონ ბიძინას რაღაც ჩაფიქრებული აქვს,“ – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გია ნოდიამ გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ საუბრისას განაცხადა.- ნარმანია იდეალური იყო, არანაირი პოლიტიკური ფიზიონომია არ აქვს, არანაირი პოლიტიკური ფიგურა არ არის, კალაძეს კი აქვს ასე თუ ისე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბების ამბიცია. ეს ჩემთვის გარკვეული საიდუმლოა, არ მესმის, ამიტომ
გია ნოდია არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილის თვითმმართველობის არჩევნებში არგამოჩენამ „ქართულ ოცნებაზე“ გარკვეული ნეგატიური გავლენა იქონიოს.
„არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ჩაბმა ხალხის თვალში ირიბი აღიარებაა, რომ ეს ჩემი ხალხია, ჩემი გუნდია, არჩევნების დროს მათთან ვდგავარ. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამას არ აკეთებს, ეს კიდევ უფრო ამომრჩევლის აბუჩად აგდებაა. მგონი, ეს აღქმა ექნება ამომრჩეველს,“ – განაცხადა გია ნოდიამ.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ნუკრი ქანთარია ადასტურებსს, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილი არ ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ გუნდს გვერდში დაუდგეს.
„ალბათ, არ ჩაერთვება ის იმიტომ, რომ გასულია პოლიტიკიდან ამ შემთხვევაში და წინა პერიოდს თუ გავიხსენებთ, მან როგორც მოქალაქემ ჩათვალა, რა თქმა უნდა, რომ გვერდზე უნდა დადგომოდა იმ გუნდს, რომელიც მან ჩამოაყალიბა. ახლაც შეიძლება მას ეს აზრი გაუჩნდეს და როგორც მოქალაქეს, მას ამისი უფლება აქვს,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილს აღარ დაკონტაქტებია.
ამასობაში კი ,,ქროინიკა + -ის'' რედაქტორი ელისო კილაძე დაბეჯითებით აცხადებს, რომ ივანიშვილი მიუნჰენის კლინიკაში მკურნალობს და მისი მკურნალი ექიმის ვინაობასაც ასახელებს. თუმცა ეს არ გამორიცხავს თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებულ თამაშებს.