მთავარისიახლეებიპოლიტიკაახალწვეული სამხედრო ნაწილში ფსიქიურ აშლილობამდე მიიყვანეს - ოჯახი მის მიმართ...

ახალწვეული სამხედრო ნაწილში ფსიქიურ აშლილობამდე მიიყვანეს – ოჯახი მის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს

Published on

20 წლის ახალგაზრდა, ზურაბ კობალაძე, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში სრულიად ჯანმრთელი წავიდა, ე გაწვევიდან მალევე ფსიქიატრიულ კლინიკაში მძიმე დიაგნოზით მოხვდა,10 დღეშიკი ოჯახს მძიმე ფსიქიკური აშლილობით დაუბრუნდა. ზურაბ კობალაძის მშობლები ამტკიცებენ, რომ გეგუთის ციხეში, სადაც მათი შვილი მომზადებას გადიოდა,  ახალწვეულზე  ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდნენ.
 
კურიერის გუშინდელ სიუჟეტში მშობლები ყვებიან,  ზურაბ კობალაძისთვის მკურნალობის დაწყების შემდეგ, მათთან წვევამდელთა მომზადების ცენტრის უფროსი, ახმედ კონცელიძე მივიდა და  ოჯახს ახალწვეულის გეგუთში დაბრუნება მოსთხოვა.
 
კონცელიძე   არ საუბრობს, რა დაემართა ზურაბ კობალაძეს, მის ნაწილში ყოფნის დროს ან რატომ აიძულა ფსიქიური აშლილობის ქვეშ მყოფ წვევამდელს სამხედრო ფიცის მიღება. ზურაბ კობალაძეზე საუბარი არ სურთ იმ ნაწილში, სადაც ახალწვეული მომზადებას გადიოდა.
 
ახმედ კონცელიძისა და წვევამდელებისგან განსხვავებით, ქედის მუნიციპალიტეტის გაწვევების სამსახურში კარგად ახსოვთ, რომ ზურაბ კობალაძე გაწვევის დროს აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.
 
ზურაბ კობალაძის ოჯახი საქმის პროკურატურაში გამოძიებას ითხოვს. მათ ეჭვი აქვთ, რომ გეგუთის ციხეში წვევამდელი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობამდე ოფიცრებმა მიიყვანეს.
 
 20 წლის ახალწვეულის ფსიქიკური აშლილობის შესახებ ოჯახის პრეტენზიებს სასჯელაღსრულების სამისნტროში პასუხობენ. უწყება არ გამორიცხავს, რომ ზურაბ კობალაძის შემოწმებისას სამხედრო კომისიას შესაძლოა შეცდომა დაეშვა და ახალგაზრდა გეგუთის საწვრთელ ცენტრში ფსიქიკური პრობლემის მიუხედავად გაეგზავნათ.  

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....