მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები - დევნილთა დაბრუნების წინააღმდეგ

სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები – დევნილთა დაბრუნების წინააღმდეგ

Published on

ჟენევის შეხვედრა  დემონსტრატიულად დატოვა  რუსეთის დელეგაციამ.  მას გაჰყვნენ აფხაზები და ოსებიც.  ეს  დემარში მოყვა ქართული მხარის მიერ დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის დაყენებას .
ამის შემდეგ ჟენევის დისკუსიებში მონაწილე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციებმა ერთობლივ განცხადება გაავრცელეს
„რამდენიმე წლის განმავლობაში გაერო-ს გენერალური ასამბლეა იღებს საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციას აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილებისა და გადაადგილებული პირების შესახებ. საქართველო ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებას თავზე მოახვიოს დევნილების პრობლემის ცალმხრივი, პოლიტიზებული და დამახინჯებული ხედვა, რათა გაამყაროს თავისი არალეგიტიმური ტერიტორიული პრეტენზიები. 2017 წელს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს მიერ წარდგენილ მორიგი რეზოლუციის პროექტში, რომლის ტექსტი სხვა რეზოლუციებისგან არაფრით განსხვავდება, ნათქვამია იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების და მათი შთამომავლების უფლებაზე, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, – ნათქვამია განცხადებაში. 
 
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ამ დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების გამოჩენა უშუალოდ დაკავშირებულია საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღებასთან“.
 
„რეზოლუციის ტექსტში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობებმა თავიანთი ინიციატივით ათიათასობით ქართველი დევნილი დააბრუნეს მუდმივ საცხოვრებელ ადგილში. საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის ტექსტი არა მხოლოდ არ ითვალისწინებს შექმნილ პოლიტიკურ რეალობას, არამედ, კერძოდ, იმ გარემოებასაც, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და საქართველო არ ცდილობს რთული ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტილება მოძებნოს“, – აღნიშნულია განცხადებაში. 
 
„სავსებით ცხადია, რომ აღნიშნული რეზოლუცია არა მხოლოდ ხელს არ უწყობს საქართველოდან, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დევნილების სიტუაციის გაუმჯობესებას, არამედ ნეგატიურ გავლენასაც ახდენს ჟენევის დისკუსიების პროცესზე. 
დევნილების პრობლემის გადაჭრის მთავარი გასაღები არა დიპლომატიური თვალთმაქცობა და პროპაგანდისტულ ეფექტზე გათვლილი რეზოლუციებია, არამედ უარის თქმა კონფრონტაციულ მიდგომაზე და ძალის გამოუყენებლობაზე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერა საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. საქართველოს მიერ დევნილების პრობლემის პოლიტიზება ძირს უთხრის მუშაობას ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. ვინაიდან საქართველოს სურს დევნილებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული პრობლემის გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში განხილვა, მაშინ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დაჟინებთ ითხოვენ თავიანთ უფლებას, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული საკითხის განხილვაში გაერო-ს ფარგლებში. ვიდრე აფხაზეთისა და სამხრთ ოსეთის ზურგს უკან გაგრძელდება პოლიტიკური თამაშები ამ პრობლემატიკაზე, ამ საკითხის განხილვას ჟენევის დისკუსიების ფარგლებში აზრი არ ექნება“, – დასძინეს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ერთობლივ განცხადებაში.

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...