მთავარისიახლეებიმსოფლიოლონდონის რანდენიმე საცხოვრებელი კომპლექსიდან ასეულობით მობინადრის ევაკუაცია განხორციელდა

ლონდონის რანდენიმე საცხოვრებელი კომპლექსიდან ასეულობით მობინადრის ევაკუაცია განხორციელდა

Published on

ლონდონში  "გრენფელ ტაუერის" 24 სართულიანი შენობაში გაჩენილი გამანადგურებელი ხანძრის გაჩენის გარემოებების შესწავლის შემდეგ მრებული გადაწყვეტილებით მოსახლეობა გაიყვანეს  5 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსიდან. ევაკუაციის მასშტაბებზემეტყველებს ის ფაქტი, რომ მარტო ერთი საცხოვრებელი კომლესიდან – ,,თაფლოუდან'' ევაკუირებულია 800 მობინადრე.  
 
ევაკუაციის მიზეზად სახელდება ის, რომ ამ  კორპუსებში ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც დამწვარ შენობაში ხანძრის გაჩენამდე იყო –  ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, მათი ფასადები ისეთივე მასალით არის მოპირკეთებული, როგორიც ,,გრენფელ ტაუერისა''.  ამ ზომების მირება თავად მოსახლეობამ მოითხოვა. 
 
მთავრობის განცხადებით, .შენობებს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება და ფასადები მთლიანად შეეცვლება. 800-მდე ოჯახი კამდენის რაიონში დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.
 
შეგახსენებთ, 14 ივნისს  საცხოვრებელ კორპუს ,, გრენფელ ტაუერში'' გაჩენილ  ხანძარს 80 – მდე  ადამიანი ემსხვერპლა. გუშინ ლოდნონის პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 24 სართულიან კომპლექსში ხანძრის გამომწვევი მიზეზი მაცივრის აალება გახდა. 
 


 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...