კოშკს ბზარები დიდი ხნის წინ გაუჩნდა და გამაგრებას საჭიროებდა – უშგულის მოსახლეობა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

0
454

უშგულში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა ჩვიბიანის კოშკის ჩამონგრევისათვის პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და კატეგორიულად მოითხოვს როგორც ამ, ისე სხვა დაზიანებული კოშკების  რეაბილიტაციას. ისინი  აღნიშნავენ,  რომ ხელისუფლება არც თავად ამაგრებს კოშკებს და არც მოსახლეობას რთავს გაკეთების უფლებას.ასე იყო ჩვიბიანის კოშკის შემთხვევაშიც – კოშკს ბზარები დიდი ხნის წინ გაუჩნდა და გამაგრებას საჭიროებდა, მაგრამ  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ამაზე თავი არ შეუწუხებია. 

მოსახლეობა უკიდურესად გააღიზიანა  სააგენტოს ხელმძღვანელის გუშინდელმა განცხადებამ იმის შესახებ,  რომ სააგენტოს ამ დროისათვის  აღდგენილი აქვს 50-მდე კოშკი, საქმე ისაა, რომ კოშკების დიდი ნაწილის აღდგენა – გამაგრება წინა ხელისუფლების,  კერძოდ სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელის ნიკა ვაჩეიშვილის დროს დაიწყო  და მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა რამდენიმე კოშკის არდგენის გარდა – სამთავრობო პროგრამა, რომელიც დიდი ამბით იქნა ამ ხლისუფლების მიერ წარმოდგენილი და ითვალისწინებდა სხვა 150 კოშკის გამაგრებას, გაჩერდა.  
 
შეგახსენებთ, კოშკი, რომელიც  გუშინწინ  ჩამოინგრა,   სავარაუდოდ მე-14 – მე-15 საუკუნით თარიღდება. იგი  უშგულის თემის შესასვლელში მდებარეობს. მისი ჩამონგრევა დიდი დანაკლისია. სააგენტო თავს იმართლებს იმით, რომ კოშკის ცამონგრევის მიზეზი  სვანეთში ბოლო დღეების განმავლობაში  მოსული განუწყვეტელი წვიმები გახდა.
 
მაგრამ სვანეთის მოასხლეობას და მთელ ქართულ საზოგადოებას აქვს კითხვები:  შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება, რამდენად არის დაცული სვანეთის კოშკები, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს მიეკუთვნება, რა კეთდება კოშკების გამაგრებისთვის კულტურის სამინისტროს მიერ. 
 
სამწუხაროდ, ასეთი უმოქმედობის პირობებში  ჩვიბიანის ჩამონგრეული მურყვამის ბედი სავსებით შესაძლებელია უახლოეს ხანებში ბევრმა სხვამაც გაიზიაროს.  განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია დადეშქელიანების რეზიდენცია სოფელ ეცერში და საქართველოს ეროვნული გმირის, კონსტანტინე დადეშქელიანის თითქმის დანგრეული რეზიდენცია  ფარის თემში.
 
წინა სტატიამას არც ნატო უნდა, არც ევროკავშირი და არც ოკუპაციის კანონი – ,,აფხაზთა კრების” თავმჯდომარე კახა კუკავას წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაგადაცემა თეზისი სტუმარი მხატვარი ელენე ფიფია The thesis of the program is guest artist Elene Pipia
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური