მთავარისიახლეებიპოლიტიკა2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კვლავ არსებული - შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხი...

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კვლავ არსებული – შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების გარდამავალ დებულებებში აისახა.

Published on

 ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარდამავალ დებულებებში ჩაიწერა, რომ საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით ოთხი წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს მაინც. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ძირითად ნაწილში ასახულია საპარლამენტო არჩევნების სრული პროპორციული სისტემით ჩატარება, რომელიც 2024 წლისთვის ამოქმედდება. კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები 2018 წლის არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შედის ძალაში. 

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...