მთავარისიახლეებიკულტურაუშგულში ჩამონგრეული მურყვამის მდგომარეობას დღეს სპეციალისტები გაეცნობიან

უშგულში ჩამონგრეული მურყვამის მდგომარეობას დღეს სპეციალისტები გაეცნობიან

Published on

დღეს უშგულში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ჩადიან. ისინი ადგილზე გაეცნობიან  ჩვიბიანის მურყვამისა და მასზე მიშენებული სახლის ჩამონგრევის გარემოებებს. მათ უნდა გადაწყვიტონ შესაძლებელია თუ არა კოშკის აღდგენა და თუ შესაძლებელია, როდიდან უნდა დაიწყოს ეს პროცესი.
 
პირველ რიგში  უნდა დაიწყოს  გაწმენდითი სამუშაოები, მხოლოდ ამის შემდეგ  გახდება შესაძლებელი  შემოწმდეს საძირკველი და  განისაზღვროს სამუშაო ტექნოლოგიები.- აცხადებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. 
 
კოშკი გუშინ ჩამოინგრა, რისი მთავარი მიზეზიც სვანეთში ბოლო დღეების განმავლობაში  მოსული განუწყვეტელი წვიმები გახდა.
 
კოშკი  სავარაუდოდ მე-14 – მე-15 საუკუნით თარიღდება. იგი  უშგულის თემის შესასვლელში მდებარეობს. მისი ჩამონგრევა დიდი დანაკლისია. 
 
 შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება, რამდენად არის დაცული სვანეთის კოშკები, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს მიეკუთვნება, რა კეთდება კოშკების გამაგრებისთვის კულტურის სამინისტროს მიერ – ასეთია კითხვები, რომელზედაც პასუხს ქართული საზოგადოება ითხოვს.  
 
მესტიის გამგებლის კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, კუ​ლტურის სამინისტროს ამ დროისათვის  აღდგენილი აქვს 50-მდე კოშკი, მაგრამ ეს ვერ ცვლის საერთო სურათს –   სვანეთში 150-მდე კოშკი სავალალო მდგომარეობაშია და ის, რაც ჩვიბიანის ჩამონგრეული მურყვამის ბედი სავსებით შესაძლებელია უახლოეს ხანებში ბევრმა სხვამაც გაიზიაროს.  განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია დადეშქელიანების რეზიდენცია სოფელ ეცერში და საქართველოს ეროვნული გმირის, კონსტანტინე დადეშქელიანის თითქმის დანგრეული რეზიდენცია  ფარის თემში.
 
 
 

სიახლეები

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა

საქართველო ბორტს მიღმა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა. ანტონიო...

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. დემონსტრაციები უკვე 12 დღეა უწყვეტად გრძელდება....

ამოღებულია „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დიდი...