მთავარისიახლეებიკონფლიქტებიქართველების საპროტესტო აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში

ქართველების საპროტესტო აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში

Published on

ძალაში დარჩეს ,,ფორმა ნომერი ცხრა'', რომელიც საზღვარზე გადაადგილებისთვის იყენებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები, მკაფიო პასუხი გაეცეს კითხვას,   შეძლებენ თუ არა ასეთი ინტენსივობით გადაადგილებას ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემისა და ამოქმედების შემდეგ, , გაიხსნას დაბალ ზონაში ჩაკეტილი ორი გადასასვლელი და შემცირდეს სასოფლო-სამეურნეო გადასახადები, რომელიც გალის რაიონში უფრო მკაცრია, ვიდრე აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე. – ეს მოთხოვნები წამოაყენეს გუშინ, 22 ივნისს  ნაბაკევში  გამართულ აქციაზე  ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებმა ქართველებმა. გაქციაზე გაჟღერდა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებითაც, რომ, არაოფიციალური ინფორმაციით, სოხუმის რეჟიმი  აპირებს გაზარდოს გადასახადი ხელბარგზე ნორმირებული წონის ზევით.  
 
როგორც ადგილობრივები ამბობებნ, აქცია ხალხმრავალი იყო, ზოგიერთი ცნობით, მონაწილეთა რაოდენობა 500 – მდე იყო, ზოგიერთით – გაცილებით ნაკლები, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს  ძალიან დიდი მაჩვენებელია გალში გამეფებული უუფლებობისა და დაუცველობის  პირობებში. მათივე ცნობით, აქციაში მონაწილეობდნენ გალის სხვა, ე.წ. დაბალი ზონის  სოფლებიდან და ქალაქ გალიდან ჩასული მოქალაქეებიც.  
 
 არის ცნობები, რომ ადგილობრივებთან შესახვედრად სოხუმიდან ჩავიდნენ დე ფაქტო ხელისუფლების  წარმომადგენლები, კერძოდ მაჟორიტარი დეპუტატი გალიდან ,  რაც შეეხება ადგილობრივ ადმინისტრაციას, მისი ხელმძღვანელი  თემურ ნადარაია, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის გადასახადების გაზრდაში ,, რაიონის საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების'' მოტივით,  ამჟამად მოსკოვში იმყოფება და აქციაზე, ბუნებრივია, არ გამოჩენილა.
 
 თვითმხილველთა ინფორმაციით, აქციაზე მობილიზებული იყო აფხაზეთის .ე.წ. მილიცია.  ნაბაკევამდე მისასვლელ გზას ნიღბიანი ე.წ. სპეცრაზმელები აკონტროლებდნენ.  აქციის მონაწილეების  მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. დე ფაქტო ხელისუფლება არ აპირებს შეზღუდვების მოხსნას და, მით უფრო, ჯერაც დაურიგებელი ბინადრობის უფლების დოკუმენტის მოქმედების გაფართოებას საზღვარზე გადაადგილების კუთხით.
 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...