მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდაუსჯელობის სინდრომი ოკუპირებულ აფხაზეთში - საზოგადოებრივი პროტესტი პიკს აღწევს

დაუსჯელობის სინდრომი ოკუპირებულ აფხაზეთში – საზოგადოებრივი პროტესტი პიკს აღწევს

Published on

აფხაზეთში მომხდარ ორმაგ საზარელ დანაშაულზე რეაქცია და   საზოგადოებრივი პროტესტი პიკს აღწევს –  კონკრეტულ დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნა ხელისუფლებისგან სამართალდამცავი სტრუქტურების რადიკალურ რეფორმირების მოთხოვნაში გადაიზარდა. ას ითხოვს
ხალხი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ  ასტამურ ჯოპუა, რომელიც 13 წლის, აუტისტუირი სპექტრის აშლილობის მქონე  გოგონას გაუპატიურებაშია მხილებული,  ცნობილი და გავლენიანი გვარის წარმომადგენელია, რაც წინა პლანზე წევს  
აფხაზეთში გამეფებლიო დაუსჯელობის სინდრომის საკითხს. 
 
ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სატელეფონო სამართალი, ნეპოტიზმი, ნათესავ-მეგობრობა – ეს ყველაფერი,რასაკვირველია, მხოლოდ აფხაზეთში არ ხდება, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით – კავკასიაში. ამასთან ბრძოლაა საჭირო – მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სახელმწიფო ინსტიტუტია საზოგადოებრივი კონტროლისთვის დაკეტილი, და ძნელია მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ იქნა მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება.
 
ჩვენ ვხვდებით, რომ ბევრი უსამართლობა ხდება, ვხვდებით, რომ გვარისა და ნათესაობის ფაქტორი მოქმედებს, თუმცა ამის დამტკიცება ყოველთვის არ არის შესაძლებელი. და თუკი ამის თქმას საჯაროდ ცდილობ, შეიძლება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების წაყენება დაგაბრალონ.  
 
ამიტომ, ჩვენ,  მიგვაჩნია რომ დადგა დრო,  სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა სტრუქტურებში მეტი საზოგადოებრივი კონტროლი დაინერგოს, იმისთვის, რომ  გადაილახოს ეს ჩაკეტილობა.
 
საჭიროა საზოგადოებრივი მონიტორინგი. ეს გზა ბევრმა ქვეყანამ გაიარა, და ვიცით, რომ ამგვარი მექანიზმები ძალიან ეფექტურად მოქმედებს. იქ, სადაც სამართალდამცავ ორგანოებში საზოგადოებრივი რჩევები დაინერგა – დანაშაულის რიცხვმა მკვეთრად იკლო.
 
სახელმწიფო, მინისტრებისა და პირველი პირების სახით, კრიტიკულ მომენტებში არც სახლში  უნდა იმალებოდეს, არც მივლინებებში და არც შვებულებაში. აუცილებელია მომხდარს შეფასება მიეცეს, მათ არ უნდა უცადონ, ვიდრე საზოგადოება დაიწყებს შეკითხვების დასმას. ჩვენ უნდა ვხედავდეთ მომხდარით მათ შეშფოთებას. – აცხადებენ აფხაზეთში ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.
 
ისინი გულისხმობენ, რომ ეს საზოგადო პრობლემაა და არა კონკრეტული, ამდენად ის, რომ  დამნაშავისთვის მის გავლენიან ნათესავებს მისთვის ხელი დაფარება არ დაუწყიათ, ვითარებას ვერ ცვლის.  როგორც ცნობილა, ჯოპუების ცნობილმა გვარმა  საგვარეულო შეკრება მოაწყო, რომელზეც მათ ეს დანაშაული დაგმეს და ბრალდებულს გაემიჯნენ.  ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმა მისი ძმაც, პარლამენტარი, პარტია „აინარის“ ხელმძღვანელი ალმას ჯოპუა. დამნაშავის მამიდა ტალი ჯოპუა სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა. მამიდის მეუღლე – შინაგან საქმეთა მინისტრი ასლან კობახია კი ჯერჯერობით არ წყვეტს შვებულებას, რომელშიც ის ათი დღეა, რაც იმყოფება. სამსახურში გამოუცხადებლობით ის ცდილობს გამოძიების მიმდინარეობისგან დისტანცირდეს.
 
შეგახსენებთ,  ამ დღეებში მთელი აფხაზეთი შეძრა ლიანა ჯღამაზიას ( ჯაგმაზიას) გაუპატიურებიას და მისი დის მკვლელობამ.
 
 
 

სიახლეები

მან თქვა, რომ წინა ადმინისტრაციისგან ჩვენზე ბევრი ნეგატივი დახვდათ – ყაველაშვილი რუბიოზე

"ქართული ოცნებისა" და პირადად ოლიგარქ ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ იტალიაში საქმიანი საუბარი...

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები...

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...