მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონსტიტუციის ,,განხილვა'' პარლამენტში დღესაც ნახევრად ცარიელ დარბაზში გაგრძელდება

კონსტიტუციის ,,განხილვა” პარლამენტში დღესაც ნახევრად ცარიელ დარბაზში გაგრძელდება

Published on

კონსენსუსი არ შედგა. მმართველ პარტიას პოლიტიკური ფარსი ჩაეშალა. გუშინ მწვავე განცხადებების შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან   სამივე ოპოზიციური ფრაქცია   გავიდა და „ქართულ ოცნებას“ მარტო მოუხდა კონსტიტუციის საკუთარი პროექტის განხილვა. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღესაც ნახევრად ცარიელ დარბაზში გაგრძელდება. სესიაზე დეპუტატები ამჯერად პროექტის მეორე ნაწილზე იმსჯელებენ, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეხება.
 "ამ კონსტიტუციას ექნება ლეგიტიმურობის პრობლემა, რომელიც არის არადემოკრატიული, არათავისუფალი, რეალურად ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო," – აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა 
ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე წარმოდგენილ დოკუმენტს ერთი პარტიის კონსტიტუციას უწოდებს. 

რამდენ ხანს გაგრძელდება ბოიკოტი და რა პირობებში დაბრუნდება დარბაზში საპარლამენტო ოპოზიცია, ძნელისათქმელია, ყოველ შემთხვევაში, არც ერთი მხარე არ აპირებს უკან დახევას. 
საპარლამენტო უმრავლესობა კი  იხტიბარს არ იტეხს –  „ისინი დაბრუნდებიან მალე. თუ არ დაბრუნდებიან, ოპოზიციის ადგილებს პარლამენტში დაიკავებენ სხვა ოპოზიციური პარტიები, მაშინ, როდესაც შემდეგი არჩევნები მოვა“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. 

სიახლეები

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი – თაზო დათუნაშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი - ეს არის ერთადერთი რეალური...

ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ

ადვოკატის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის, შეურაცხყოფას ედავებიან.  "დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო...

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...