მთავარისიახლეებიმსოფლიოერაყში მსოფლიო კულტურის ძეგლი, მეჩეთი ,,ან ნური'' ააფეთქეს

ერაყში მსოფლიო კულტურის ძეგლი, მეჩეთი ,,ან ნური” ააფეთქეს

Published on

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა  ერაყის ქალაქ მოსულში ,,ქვეყნის ერთერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა და მთავარი 
სალოცავი, მეჩეთი ,,ან ნური'' ააფეთქეს. ეს არის მე-12 საუკუნის უნიკალური შენობა,  რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი მეცხრე საუკუნის  ,,გადახრილი'' მინარეთით. რომელიც ასევე აფეთქებულია – იუწყება ,,ბი–ბი–სი''. 
 
მოსულის ეს  მეჩეთი ცნობლია იმითაც, რომ სწორედ აქ გამოაცხადა  3 წლის წინ ისლამური დაჯგუფების ლიდერმა აბუ ბაქრ ალ ბაღდადიმ ე.წ. ხალიფატის შექმნა. 
ერაყის პრემიერ–მინისტრი ჰაიდერ ალ–აბადი აცხადებს,რომ მეთისა და მინარეთის აფეტქება ისლამური  სახელმწიფოს დამარცხების ოფიციალურ განცხადების ტოლფასია. 
 
 ,,ისლამური სახელმწიფო'' მეჩეთის აფეთქებისათვის პასუხისმგებლობას აშშ სამხედროძალებს აკისრებს.
ამერიკის სახმელეთო ჯარებისა და ავიაციის ხელმძღვანელობა კი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ ამერიკის ავიაციას არ განუხორციელებია დარტყმები იმ რაიონზე, სადაც მეჩეთი მდებარეობს. 
 
ოფიციალური ბაღდადის ინფორმაციით,  ბოლო პერიოდში ერაყის სამთავრობო ძალების მიერ მოსულისთვის ბრძოლაში მიღწეულმა წარმატებამ განაპირობა. ოპერაცია შეერთებული შტატების მხარდაჭერით მიმდინარეობს.
 
 
 
 

სიახლეები

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი – თაზო დათუნაშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი - ეს არის ერთადერთი რეალური...

ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ

ადვოკატის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის, შეურაცხყოფას ედავებიან.  "დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო...

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...