მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

Published on

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა  ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა, თუმცა საკითხზე დისკუსია გაგრძელდება.
 
პროექტი ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს, რაც კანაფისა და მარიხუანის გარკვეული ოდენობით შეძენა შენახვის, გადაზიდვისა თუ მოხმარებისთვის სასჯელის სახით პატიმრობას აუქმებს.
 
„ჩვენ გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა სესიაზე. ასევე, საპირისპირო აზრები გუნდშიც იყო. თუმცა, მივედით შეთანხმებამდე, რომ კულტივირების თემა იქნება ამოღებული კანონპროექტიდან და ავტორი ამას დათანხმდა.
 
აგრეთვე საჯარიმო სანქციები იქნება შესაბამისი, რათა მივიღოთ რეგულაციები, რომ არ დავაპატიმროთ მარიხუანას მომხმარებელი. ეს ყველაზე მნიშნელოვანია. ასევე, საჯარიმო სანქციები უნდა იყოს ისეთი, რომ არათუ ხელი შეუწყოს ნარკომომხმარებელთა რიცხვის და კონკრეტულად მარიხუანას მომხმარებელთა გავრცელებას, არამედ მის შემცირებას”,- აღნიშნა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.
 
სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში − 140 გრამამდე და მცენარე კანაფის შემთხვევაში − 140 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და პირადი მოხმარებისთვის. თუმცა, ამ ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა დიდი ან განსაკუთრებით დიდია.

სიახლეები

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...

ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება - შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა...

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მეოთხე ბრალით ოპოზიციონერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. პროკურატურის...

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...