მთავარისიახლეებიმსოფლიოევროპასა და აშშ-ზე ტალღისებური თავდასხმები ხორციელდება - ამერიკისა და ევროპის ანალიტიკოსები ბრიუსელში...

ევროპასა და აშშ-ზე ტალღისებური თავდასხმები ხორციელდება – ამერიკისა და ევროპის ანალიტიკოსები ბრიუსელში მომხდარ ტერაქტს ეხმაურებიან

Published on

აშშ-ში ბრიუსელში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურნენ. სწორედ ბელგიაში მომხდარ ტერაქტზე საუბრით დაიწყო ატლანტიკურ საბჭოში დღევანდელი შეხვედრა ევროკავშირის და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების სპეციალისტმა ფრანსეზ ბარუელმა, რომელსაც ევროპის საკითხებზე დისკუსიისთვის ექსპერტები ჰყავდა მოწვეული.
 
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დენიელ ფრიდი, უსაფრთხოების ზომების მიღებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ევროპასა და აშშ-ზე ტალღისებური თავდასხმები ხორციელდება.
 
ამერიკელი ანალკიტიკოსები ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის უსაფრთხოების საკითხის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე საუბრობენ. სპექციალისტების განცხადებით, სიფრთხიელეა საჭირო, რათა რომელიმე რელიგიის დემონიზება არ მოხდეს.
 
„ნათელია, რომ ევროპის მასშტაბით გვაქვს ტერორისტული თავდასხმების შემაშფოთებელი ტენდენცია. რამდენიმე თავდასხმა ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში ვნახეთ, რაც ძალიან შემაშფოთებელია. საგანგაშოა, რომ ბევრი დამნაშავე თავად ამ ქვეყნებშია გაზრდილი და ამ ქვეყნების მოქალაქეები არიან,“ – განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ანალისტიკოსმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.
 
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს თავის ვებგვერდზე, მოგზაურობის განყოფილებაში, მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ისლამურ სახელმწიფოს, ალ-ქაიდას და მათთან აფილირებულ ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა ევროპის მასშტაბით ტერორისტული თავდასხმები დაგეგმონ და მოაწყონ. დეპარტამენტი მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს უფრო მეტად ყურადღებით იყვნენ ტურისტულ ლოკაციებში.
 
აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპელ მოკავშირეებთან საერთაშორისო ტერორიზმთან გასამკლავებლად. ინფორმაცია დეპარტამენტის ვებგვერდზე 1 მაისს განახლდა და ეს შეტყობინება ძალაში პირველ სექტემბრამდე რჩება.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...