მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს პარლამენტი რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაინიშნა

დღეს პარლამენტი რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაინიშნა

Published on

 დღეს პარლამენტი რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომა 13:00 საათზე დაიწყება. დეპუტატები იმსჯელებენ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონპროექტის შესახებ და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხებზე.
 
გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ პარლამენტის ბიურომ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა უარით უპასუხა პარლამენტის ამ მოთხვნას იმ მოსაზრებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ის ვარიანტი, რომლის განხილვაც დღეს იგეგმება, მიუღებელია მისთვის, როგორც მმართველ გუნდს მორგებული და საზოგადოებასთან შეუთანხმებელი.
 
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი უფლებამოსილია სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც ჩაატაროს. 
 
“პრეზიდენტს წარვუდგინეთ წარდგინება რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, რაზეც პარლამენტს უარი ეთქვა პრეზიდენტის მხრიდან. კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად, უფლებამოსილნი ვართ შევიკრიბოთ საკუთარი ინიციატივით. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში წარმოდგენილია სულ ორი საკითხი: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, პირველი და მეორე მოსმენით და კონსტიტუციური კანონპროექტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, პირველი და მეორე მოსმენით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...

ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება - შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა...

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მეოთხე ბრალით ოპოზიციონერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. პროკურატურის...

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...