მთავარისიახლეებისაზოგადოებაალჟირელ კაცს, რომელიც ბავშვის სიცოცხლის სანაცვლოდ ლაიქებს ითხოვდა, 2 წელი მიუსაჯეს

ალჟირელ კაცს, რომელიც ბავშვის სიცოცხლის სანაცვლოდ ლაიქებს ითხოვდა, 2 წელი მიუსაჯეს

Published on

ალჟირის სასამართლომ ორი წელი მიუსაჯა კაცს, რომელიც ბავშვის აივნიდან გადმოგდებით იმუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ ფეისბუკზე საკმარისი რაოდენობის ლაიქებს არ მოაგროვებდა. ინფორმაციას BBC აქვეყნებს.
 
მან ფეისბუკზე გაავრცელა ფოტო წარწერით "1 000 ლაიქი, თორემ გადავაგდებ". ფოტოს მიხედვით, საცხოვრებელი სახლის მეთხუთმეტე სართულის ფანჯარაში მას მცირეწლოვანი ბავშვი ცალი ხელით ეჭირა.
 
ფეისბუკის მომხმარებლებმა სამართალდამცავებს მიმართეს და მოსთხოვეს დაეპატიმრებინათ კაცი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ბავშვს.
 
პოლიციამ ბრალდებული, რომელიც ბავშვის ნათესავი აღმოჩნდა, კვირას დააპატიმრა, თუმცა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ინტერნეტში განთავსებული ფოტო სოციალური ქსელის მომხმარებლებმა შეცვალეს.
 
"სურათი აივანზეა გადაღებული, რომელსაც დამცავი ბარიერები აქვს, ბარიერები კი ფოტოდან ამოღებულია," – აღნიშნა ბრალდებულმა.
 
ბავშვის მამამ სასამართლო პროცესს მოუწოდა, რომ ეპატიებინათ მისი ნათესავისთვის, რომელიც მის შვილს მხოლოდ ეთამაშებოდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა მამის თხოვნა, რადგან მიიჩნია, რომ ბავშვის სიცოცხლე საფრთხეში იყო.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...