“ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრები შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შეხვდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები შეხვედრის დაწყებამდე აცხადებდნენ, რომ საუბარი ძირითადად იქნებოდა სამართალდამცავ უწყებებში არსებულ ვითარებაზე და დაგეგმილ რეფორმებზე, ამდენად კონკრეტული კითხვები გახმაურებულ საქმაებთან , მათ შორის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმესთან, რეპერების საქმესთან დაკავშირებით და სხვ. არ განიხილებოდა, მაგრამ , როგორც შეხვედის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში იკვეთება, შეხვედის ცენტრალური თემა სწორედ მუხთარლის საქმე აღმოჩნდა.
.
,,იყო საუბარი ბევრ საკითხზე, დაწყებული პოლიციაში არსებული ვითარებით, მუხთარლის საქმე იქნება თუ რეპერების საქმე და ა.შ. ჩემთვის აშკარა გახდა, რომ შს სამინისტრო საკმაოდ ღიად და გამჭვირვალედ მუშაობს. ინფორმაციას, რომელიც აქვს, არ ფარავს და არ მალავს. რაიმე ისეთი ახალი ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ არ არის ცნობილი, შს მინისტრის და უმრავლესობის შეხვედრაზე არ გაჟღერებულა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჟორჟოლიანმა განუცხადა."- განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა.
"საუბარი იყო რამდენიმე საკითხზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის იყო მუხთარლის საქმე. რასაც ვხედავ და რაც ერთი მოსმენით შეგვიძლია ვთქვათ, გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად.შს მინისტრმა ბრძანა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი ქვედანაყოფი აფგან მუხთარლის საქმესთან კავშირში არ არის, – დაადასტურაბ უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
„ეს იყო შეხვედრა მინისტრთან, ეს იყო გუნდის გადაწყვეტილება, რომ იმ თემებთან დაკავშრებით, რაც მნიშვნელოვანია ჩვენ უშუალოდ მინისტრისგან მოგვესმინა. ეს რომ საჯარო განხილვის თემა ყოფილიყო, ჩვენ საჯარო განცხადებებს გავაკეთებდით,“ – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე თქმით, ეს იყო ერთ-ერთი რიგითი სამუშაო შეხვედრა, „ასეთი შეხვედრები ადრეც იყო და იქნება მომავალში“.
გამოძიება აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ძალიან მალე განცხადებას გააკეთებს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე ბევრ საკითხზე ისაუბრეს. "ერთი მიმართულება არ არის მუხთარლი, ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებები არსებობს და ცოტა ფართოდ შევეხეთ ყველაფერს. დღევანდელი შეხვედრა არ ემსახურებოდა იმას, რომ დეტალებში წავსულიყავით, არამედ ემსახურებოდა ზოგადად, მინისტრთან შეხვედრას და რომელიც არის ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის არის მუხთარლის საკითხიც, ის საქმე, რაზეც ახალგაზრდები გამოვიდნენ ქუჩაში, ბათუმის საკითხი და ა.შ."- აღნიშნა მან
რაც შეეხება პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისია იქმნება მაშინ, როდესაც უკმარისობის განცდა უჩნდება პარლამენტის წევრებს, საზოგადოებას გამოძიების საქმიანობასთან დაკავშირებით. "რადგან გამოძიება არ არის ბოლომდე დამთავრებული, შესაბამისად, ამ ეტაპზე, ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება არ არის რელევანტური და ადეკვატური. თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ვერ მივიღებთ პასუხს და გაგვიჩნდება ეჭვი, რომ არ არის ობიექტური, ბუნებრივია, შესაძლებელია, ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში",- აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
"