მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ევროპული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატი შესაძლოა ლელა ქებურია გახდეს

„ევროპული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატი შესაძლოა ლელა ქებურია გახდეს

Published on

პარტია „ევროპული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატი შესაძლოა ლელა ქებურია გახდეს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს მედიის საშუალებით გავრცელდა. 
 
აღნიშნულთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო Odishinews ლელა ქებურიას დაუკავშირდა. მან გავრცელებულ ინფორმაციაზე ჩვენთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს, თუმცა პარტიაში ამ თემაზე საუბრები მიმდინარეობს. ლელა ქებურიას თმით, მასთან ერთად განიხილება სხვა კანდიდატურაც, თუმცა მან კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.
 
„განხილვის პროცესშია პარტია და როგორც კი გადაწყვეტილება იქნება, ამაზე გაკეთდება განცხადება. ამ ეტაპზე ჩემი კანდიდატურა სხვა კანდიდატებთან ერთად განიხილება, თუმცა ამაზე საუბარი დღეს არ შემიძლია“ – განაცხადა ლელა ქებურიამ ჩვენთან სატელეფონო საუბარში. 
 
ლელა ქებურიას არც იმაზე აქვს ინფორმაცია თუ როდისთვის გეგმავს პარტია „ევროპული საქართველო“ მერობის კანდიდატების დასახელებას ქვეყნის მასშტაბით.
 
ლელა ქებურია პროფესიით ფილოლოგია. ის წლების განმავლობაში ზუგდიდის #2 საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. 2012-2013 წლებში იყო ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი. 
 
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, თუმცა 2017 წლის იანვარში მან პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.
 
ამჟამად ლელა ქებურია პარლამენტის ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ წევრია; ასევე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.
 
ლელა ქებურია ასევე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრია.
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...