მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მეფე მოკვდა. გაუმარჯოს მეფეს''. რატომ ალაპარაკდა პატრიარქი და საკონსტიტუციო უმრავლესობა ...

,,მეფე მოკვდა. გაუმარჯოს მეფეს”. რატომ ალაპარაკდა პატრიარქი და საკონსტიტუციო უმრავლესობა დღეს კონსტიტიციური მონარქიის აღდგენაზე ?

Published on

სანამ საქართვერლოსი ნომერ პირველი ნიუსს ბიძინა ივანისვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენს, უმრავლესობის ვიცე-სპიკერი გია ვოლკსი საქართველოში მონარქიის აღდგენის საკითხზე ალაპარაკდა.
 
კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის საკითხის მიმართ  ნამდვილად პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს, – განაცხადა მან დღეს ”ინტერპრესნიუსისთვის'' გაკეთებულ კომენატარებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით , რომელიც კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას უკავშირდება. 
 
ვოლსკის თქმით, ის, რაც მონარქიის კარს ახასიათებს, თუნდაც დამოკიდებულება აფხაზებთან, ოსებთან, სხვა ერებთან, საქართველოსთვის პოზიტივის მომტანი იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, ახლო პერსექტივაში ამის წინაპირობები არ ჩანს. 
 
”მონარქია არა მხოლოდ ჩვენი ისტორიული წარსულია, არამედ არის ძალიან წარმატებული მაგალითი, რომელიც დასავლეთ ევროპაში არსებობს. ამ ქვეყნებს საკმაოდ წარმატებული განვითარება ახასიათებს როგორც ეკონომიურად, ასევე პოლიტიკურად. ამ თემასთან დაკავშირებით პირადად მე ნამდვილად პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს და არა მხოლოდ ემოციური შინაარსიდან გამომდინარე – ჩემთვის ამ საკითხს მხოლოდ ემოციური საწყისი არა აქვს. ეს არის დაკავშირებული სავსებით პრაგმატულ ხედვასთან. საკონსტიტუციო მონაქიის ახლა ამოქმედება რეალურად არ მეჩვენება, რადგან თვითონ მეფის გვარი, მეფის ოჯახი, სამეფო სახლი ჯერ ისე არ არის ჩამოყალიბებული და მომზადებული, რომ რეალური კანდიდატურა წარმოადგინოს. ალბათ დიდი დრო დაჭირდება, მაგრამ ახლავე თუ პოზიტიური განწყობა დაითესება, ურიგო არ იქნება. გადავხედოთ დიდი ბრიტანეთის, დანიის, შვედეთის, ბელგიის ნორვეგიის და სხვა ქვეყნების მაგალითს, როდესაც ერის და სხვადასხვა ეროვნებების გამაერთიანებელი არის სამეფო ოჯახი”, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გია ვოლსკიმ. 
 
 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელ  საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა;   
”საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი”,- განაცხადა უწმინდესმა.

სიახლეები

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...