მთავარისიახლეებისაზოგადოებაკიდევ ერთხელ ფოთის წისქვილკომბინატში ახლახან მომხდარი აფეთქების შესახებ

კიდევ ერთხელ ფოთის წისქვილკომბინატში ახლახან მომხდარი აფეთქების შესახებ

Published on

ფოთის წისქვილკომბინატში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ქალაქის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განუცხადა.
 
მისი თქმით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში 35 და 42 წლის მამაკაცები მიიყვანა, რომლებსაც სახისა და ზედა კიდურების არეში დამწვრობა აღენიშნებათ. 
 
„დაშავებულები მოთავსებული არიან მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და უტარდებათ ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა. მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან", – აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა. 
 
ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...