მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში რკინიგზის სადგურში, შპს ,,შარას" თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში რკინიგზის სადგურში, შპს ,,შარას” თანამშრომლებმა აქცია გამართეს [Video]

Published on

 ზუგდიდში რკინიგზის სადგურში, შპს ,,შარას" თანამშრომლებმა აქცია გამართეს. მათი თქმით ახლად დაფუძნებულმა კომპანიამ შპს, საქ-ტრანსმა" თვითნებურად ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჩაუხერგა გზა ,,შარას" თანამშრომლებს.კომპანიის იურისტის განმარტებით , მძღოლებს პრობლემა ექმნებათ გადაადგილებში, მას შემდეგ, რაც შპს ,,საქტრანსმა" თვითნებურად ჩახერგა გზა.ადგილზე შეკრებილ მძღოლებთან ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თორია მივიდა, მისი განცხადებით: ხელისუფლება , რომელიც სათავეში მოვიდა თავისუფალი ბიზნესის ლოზუნგით ატერორებს ბიზნეს და ამ ყველაფერში მაღალი თანამდებობის პირების კვალს ხედავს.აქციის მონაწილე მძღოლების განმარტებით ხელი ეშლებათ გადაადგილებასა და მუშაობაში. ისინი  მოითხოვენ სასამართლოში დავის დასრულებამდე მიეცეთ ნორმალურად მუშაობის საშუალება.შპს- საქტრანსის დირექტორი უარყოფს კონკურენტი კომპანიის შევიწროებას და მის ბიზნესტან მისი შვილის კავშირს.შპს,, საქტრანსსა " და ,,შარას" შორის დავა დაახლოებით ერთი კვირაა მიმდინარეობს, სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და როგორც ჩვენთვის ცნობილია შპს. შარას უფლებებს ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი დაიცავს
 
 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...