კალიფორნიის ქალაქ ოკლენდში NBA-ის ახალმა ჩემპიონმა "გოლდენ სტეიტმა" საჩემპიონო აღლუმი მოაწყო, რომელსაც ორი მილიონი ადამიანი დაესწრო.ბოლო სამ წელიწადში მეორედ, ოკლენდის მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა ქუჩებში ჩემპიონობის აღსანიშნავად. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დასრულდა NBA-ის ფინალური სერია, რომელშიც "გოლდენ სტეიტმა" 4:1 დაამარცხა "კლივლენდი" და თავისი არსებობის ისტორიაში მეხუთედ გახდა ჩემპიონი.ამ ტრიუმფში თავისი წვლილი შეიტანა ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ის საჩემპიონო ბეჭედი მოიგო."გოლდენ სტეიტმა" მთელს პლეი ოფში მხოლოდ ერთი მატჩი წააგო – "კლივლენდთან" სერიის მეოთხე შეხვედრა სტუმრად და პლეი ოფი ასეთი შედეგით დაასრულა: 16 მოგება და ერთი მარცხი, რაც NBA-ის ახალი რეკორდია.აღლუმზე გამოვიდნენ ქალაქ ოკლენდის მერი ლიბი შაფი და ადგილობრივი მუსიკალური ლეგენდა MC Hammer.
სიახლეები
საზოგადოება
იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია
ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...
საზოგადოება
ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის
"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...
საზოგადოება
გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ
თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...
სიახლეები
სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე
ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...