მთავარისიახლეებიმსოფლიოვაშინგტონის პოლიცია თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის დაცვის 12 წევრს ბრალდებას წაუყენებს

ვაშინგტონის პოლიცია თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის დაცვის 12 წევრს ბრალდებას წაუყენებს

Published on

ვაშინგტონის პოლიცია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაცვის 12 წევრს ბრალდებას წაუყენებს, – იუწყება სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“ წყაროზე დაყრდნობით. 
 
სააგენტოს ინფორმაციით, ვაშინგტონის მერი და პოლიციის ხელმძღვანელი შესაბამის განცხადებას პრესკონფერენციაზე გააკეთებენ. კერძოდ, ერდოღანის დაცვის 7 წევრს ბრალდებას სისხლის სამართლის დანაშაულში, ხოლო 5 წევრს კი ნაკლებად მძიმე დანაშაულში წაუყენებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ერდოღანის დაცვის წევრები თურქეთში დაბრუნდნენ, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლისას მათ დაკავება ემუქრებათ. 
 
საქმე ეხება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტს ვაშინგტონში, რომლის დროსაც, 16 მაისს  მისი დაცვის წევრებსა და ერდოღანის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს შორის ჩხუბი მოხდა. 
 
 ჩხუბის დროს ვაშინგტონის პოლიციამ თურქეთის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ორი წევრი დააკავა, თუმცა შემდეგ გაათავისუფლა. 
 
ჩხუბის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. თურქეთის საელჩოს განცხადებით, ჩხუბის პროვოცირება „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მხარდამჭერებმა მოახდინეს. 
 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...