მთავარისიახლეებირეგიონებიწალენჯიხაში სტიქია მძვინვარებს- დატბორილია ეზოები, დახოცილია ფრინველი,დანგრეულია შიდა საუბნო გზები

წალენჯიხაში სტიქია მძვინვარებს- დატბორილია ეზოები, დახოცილია ფრინველი,დანგრეულია შიდა საუბნო გზები

Published on

წუხელ, გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სერიოზულად დაზარალდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფლებში – ფახულანი, საჩინოსა და ობიჯშია. დანგრეულია შიდა საუბნო გზები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დახოცილია შინაური ფრინველი. ასევე, განადგურებულია სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთები. მდინარე „ჭანისწაყალი“ კალაპოტიდან გადმოვიდა. როგორც წალენჯიხის გამგებელმა, ბესიკ ფარცვანიამ „თაიმერს“ განუცხადა, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ჯგუფები და ამ დროისთვის ზარალის დათვლა მიმდინარეობს. 
მასალას თან ერთვის timer.ge-ს ფოტო

სიახლეები

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული ახალი ანტიდემოკრატიული პაკეტი დამტკიცებულია

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 80-ხმით, ერთხმად - მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების...

უკრაინამ რუსეთის სიღრმეში “ლუკოილის” ნავთობქარხანას დაარტყა

რუსეთში, კსტოვოში, უკრაინიდან 800 კილომეტრის მოშორებით უკრაინულმა კამიკაძე დრონებმა „ლუკოილის“ კუთვნილი “ნიჟნეგოროდნეფტეორგსინთეზის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას...

არქიმანდრიტ დოროთეს კრებაზე გამოუცხადებლობისთვის “მკაცრი გაფრთხილება” მისცეს და ხელახლა დაიბარეს

საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნის თანახმად, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიაზე „არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის“ მკაცრი...

ქართველ მებრძოლს რუსეთის სასამართლომ 14 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ აკაკი ბერიანიძეს 14 წლით კოლონიაში პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ის უკრაინაში...