მთავარისიახლეებიმსოფლიოდღეიდან უქმდება როუმინგის დამატებითი გადასახადი

დღეიდან უქმდება როუმინგის დამატებითი გადასახადი

Published on

დღეიდან უქმდება  როუმინგის დამატებითი გადასახადი, რომელიც ვროპის ტერიტორიაზე მყოფი ტურისტების მიერ  სატელეფონო ზარების განხორციელებისთვის არის დაწესებული.  
 
უცხო ქვეყანაში ჩასულებს ექნებათ შესაძლებლობა დამატებითი გადასახადის გარეშე ისაუბრონ და გააგზავნონ მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილური ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფით, რომლითაც საკუთარ ქვეყანაში სარგებლობენ.
 
ამის მიუხედავად, ძალაში რჩება გარკვეული შეზღუდვები –   თუ აბონენტი, საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ 4 თვეზე მეტი ხნით სარგებლობს უფასო როუმინგით, მობილურ ოპერატორს უფლება აქვს მოიკვლიოს ვითარება და შემდეგ დაურიცხოს მას  გადასახადი 
 
შეგახსენებთ, ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა მიიღო. არის სხვა ცვლილებებიც. ევროპელმა დეპუტატებმა დაადგინეს, რომ 2016 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდება ტელესაკომუნიკაციო ფასები. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნების ერთმანეთთან დაკავშირება 5 ევროცენტზე ძვირი არ იქნება, ხოლო სმს-ის გაგზავნის ფასი 2 ცენტს არ უნდა აღემატებოდეს. უკვე, დადგენილია ინტერნეტის ფასიც. მობილური ინტერნეტის ფასი ერთ ბეგაბაიტში 5 ცენტს არ აღემატება.

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...