მთავარისიახლეებიკონფლიქტებილინას ლინკევიჩუსი აქეზებს საქართველოს ხელმძღვანელობის რევანშისტულ განწყობას - აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...

ლინას ლინკევიჩუსი აქეზებს საქართველოს ხელმძღვანელობის რევანშისტულ განწყობას – აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებული ეხმაურება ა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსის  განცხადებებს აფხაზეთთან და რუსეთთან დაკავშირებით, კერძოდ  მის  მიერ რუსეთის ხელისუფლების დადანაშაულებას საქართველოს ტერიტორიების ანექსიაში, და მოწოდებით, გაგრძელდეს აფხაზეთის არაღიარებისა და იზოლაციის პოლიტიკა.
 
„ბატონ მინისტრს გვსურს შევახსენოთ, რომ ლიტვა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს არმიის მოდერნიზებაში აქტიურად მონაწილეობს, გადასცემს მას სხვადასხვა შეიარაღებას და ამით აქეზებს საქართველოს ხელმძღვანელობის რევანშისტულ განწყობას აფხასზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ამგვარად, ლიტვა თანამონაწილეა 2008 წლის სისხლიანი მოვლენებისა, რომელიც სააკაშვილის დანაშაულებრივმა რეჟიმმა წამოიწყო. კარგად არის ცნობილი, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ლიტვის მთელი საგარეო პოლიტიკა აგებულია ანტირუსულ ისტერიკაზე. გვინდა დავარწმუნოთ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ მის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებული განცხადება პოპულისტურ ხასიათს ატარებს და ჩვენი რესპუბლიკის მომავალ განვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. უფრო მეტიც, აფხაზეთი აპირებს განავითაროს და გააძლიეროს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა“, – ნათქვამია დეფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.
 
11 ივნისს საქართველოში ვიზიტად მყოფი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აფხაზეთის ე.წ. საზღვარისპირა სოფლებს ეწვია. მინისტრი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, რუსეთის ქმედებები საერთაშორისო დანაშაულია, რომელმაც ხალხი შუაზე გახლიჩა, რაც შედეგების გარეშე არ დარჩება.

სიახლეები

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...