მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ყაზახეთში.  
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ნურსულთან ნაზარბაევი გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით შეხვდებიან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.
 
პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
 
ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ყაზახეთის პრემიერთან, პარლამენტში სენატისა და მაჟელისის თავმჯდომარეებთან.
 
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ასტანაში, ,,ექსპო-2017''-ის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს და ყაზახეთის პავილიონებს დაათვალიერებს და გამოფენის ფარგლებში ,,საქართველოს ეროვნული დღის'' აღნიშვნას დაესწრება.
 
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში დღესვე 13 ივნისს დასრულდება. 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...