მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოლმედიას" ცნობით, ნიკა გვარამია რუსთავი-2-ის"გენერალურ დირექტორად რჩება

“ოლმედიას” ცნობით, ნიკა გვარამია რუსთავი-2-ის”გენერალურ დირექტორად რჩება

Published on

ნიკა გვარამია "რუსთავი-2-ის" გენერალურ დირექტორად რჩება, გენდირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი კი თბილისის მერობის კანდიდატი იქნება ენმ-სგან – ამის შესახებ "ოლმედიამ" სანდო წყაროსგან შეიტყო.  
ნიკა გვარამიას და ზაალ უდუმაშვილს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, მაგრამ "ოლმედიის" წყაროს ცნობით, 13 ივნისს "რუსთავი-2-ის" თანამშრომლებს სამაუწყებლო კომპანიაში დარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას ნიკა გვარამია თავად გამოუცხადებს.
 
შეგახსენებთ, გადადგომის შესახებ განცხადება მან შიდა თათბირზე, რამდენიმე დღის წინ გააკეთა, რის შემდეგაც ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ "რუსთავი-2-ში" რჩებოდა.
მანამდე მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ თბილისი მერობის კანდიდატად კენჭისყრაზე შეთავაზება ენმ-სგან მიიღო, თუმცა, ამბობდა, რომ ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, პარტიიდან იყრის კენჭს, თუ დამოუკიდებელ კანდიდატად. 
"ოლმედიის" წყარო იტყობინება, რომ "რუსთავი-2-ში" ნიკა გვარამია და არხის ერთ-ერთი მფლობელი გია ყარამანაშვილი 13 ივნისს, შუადღეს "რუსთავი-2-ში" ერთად მივლენ და დეპარტამენტის უფროსებთან შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრაზე კომპანიის კრიზისიდან გამოყვანის საბოლოო, მენეჯმენტსა და არხის მფლობელებს შორის შეთანხმებული გეგმაც იქნება წარმოდგენილი. ნიკა გვარამია გააგრძელებს გენდირექტორის მოვალეობის შესრულებას, მოსალოდნელია შიდა საკადრო გადაადგილებებიც. 
ასევე, შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარმიას მიერ თათბირზე გაკეთებული განცხადების შემდეგ არხის მფლობელებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც ხაზი გაუსვეს, რომ ნიკა გვარამიას შეუძლია დაბრუნდეს და გააგრძელოს მოვალეობის შესრულება, რადგან ის არავის გაუთავისუფლებია

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...