მთავარისიახლეებიპოლიტიკანილს სკოტი: დემოკრატიულ საზოგადოებაში ჟურნალისტების თავისუფლება უმნიშვნელოვანესია

ნილს სკოტი: დემოკრატიულ საზოგადოებაში ჟურნალისტების თავისუფლება უმნიშვნელოვანესია

Published on

 საქართველოში გაეროს ელჩი ნილს სკოტი  ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით გამოძიების ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვისკენ მოუწოდებს.
 
ნილს სკოტის თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ჟურნალისტების თავისუფლება უმნიშვნელოვანესია. 
 
„ეს საქმე სამართლიანად უნდა იყოს გამოძიებული. უნდა მივიღოთ ახსნა თუ როგორ მოხვდა ჟურნალისტი საზღვრის მეორე მხარეს. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოძიების გამჭვირვალობაა. ყველა საქმე, რომელიც მედიისა და სიტყვის თავისუფლებას ეხება, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება და გამოძიება ევროპული დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს,“ – განაცხადა ნილს სკოტმა.
 
ეს განცხადება სკოტმა გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელიც პოლიტიკაში ქალების თემას უკავშირდება.
 
შეგახსენებთ, 15 ივნისს, ევროპარლამენტი საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმესა და აზერბაიჯანში არსებულ მედიის მდგომარეობას განიხილავს და რეზოლუციას პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის..
 
თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს, რასაც საქართველოს ხელისუფლება უარყოფს. შსს ამ ეტაპზე მხოლოდ აზერბაიჯანელი კოლეგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აჟღერებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს და მას უკვე შეეფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.
 
რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრმა განაცხადა, რომ აფგან მუხტარლის გატაცება საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი და წარმატებული სპეცოპერაციის შედეგია. აღნიშნულს გამოეხმაურა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური და განცხადებაში უარყო რაიმე სახის მონაწილეობას აფგან მუხტარლის დაკავების საქმეში

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...