მთავარისიახლეებისამხედრო თემაგენერალი გიორგი კალანდაძე: "ქართული ოცნება" ივანიშვილის ხელმძღვანელობით ანგრევს შეიარაღებულ ძალებს

გენერალი გიორგი კალანდაძე: “ქართული ოცნება” ივანიშვილის ხელმძღვანელობით ანგრევს შეიარაღებულ ძალებს

Published on

გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გენერალი გიგი კალანდაძე ეხმაურება შეიარაღებული ძალების ოფიცრის, უფროსი ლეიტენანტის, ზურაბ ჯიბუტის სკანდალურ განცხადებებს, რომელიც ქართულ ჯარში არსებულ მდგომარეობას ეხება.
კალანდაძე  "პირველ რადიოსთან" საუბარში ამბობს, რომ ქართულ შეიარაღებულ ძალებში მდგომარეობა მძიმე და კიდევ ბევრი რამ ხდება, რაზეც არ საუბრობენ. მისი თქმით, მიმდინარეობს ჯარის მიზანმიმართული ნგრევა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. კალანდაძე ამბობს, რომ დასუსტებული შეიარაღებული ძალები მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესშია:
 
"მე ამას დიდი ხანია ვაცხადებ, რომ "ქართული ოცნება" ანგრევს შეიარაღებულ ძალებს ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ამის დასტური იყო როგორ შევიდა წითელაშვილი საიდუმლო ობიექტებზე. მანდ არაფერი აღარ იმალება, ახალგაზრდა ოფიცერიც გამოდის და საუბრობს, საგანგაშო მდგომარეობაზე. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ მტერს აწყობს. ამ ყველაფერს მე დავარქვი უნიათობით შენიღბული ოკუპაცია, რომელსაც ატარებს ქართული ოცნება. შეიარაღებულ ძალებში კიდევ ბევრი რამეა, რასაც უბრალოდ არ ვაცხადებთ. ნებისმიერ ოფიცერს რომ კითხოთ პირად საუბრებში, გეტყვით და მოიყვანეს შედარებას თუ რა მდგომარეობაა შეიარაღებულ ძალებში. ნებისმიერ ჯარისკაცს, რომელიც მსახურობდა 2004 დან 2016 -17 წლის ჩათვლით, რომ შეეკითხოთ გეტყვით დიდ განსხვავებას.
 
ეს არის პირველ რიგში მეზობელი რუსეთის და მისი ხელმძღვანელობის ინტერესში. ასევე იმ ხალხის, რომლებიც წარმოდგენილი არიან საქარველოში ქართული ოცნების სახით. ყველაფერი დაკავშირებულია რუსულ სპეცსამსახურებთან, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსული ვენდეტა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მთავობა. იზორია არის ალასანიას გზის გამგრძელებელი. მათ არავინ არაფერს არ ეკითხება. არის ძალიან სავალალო მდგომარეობა." აცხადებს გიგი კალანდაძე 
 
შეგახსენებთ,  ზურაბ ჯიბუტმა, რომელმაც საქართველოს შეიარაღებული ძალების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 26 მაისს მიიღო, თავდაცვაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა  გადაცემაში "პოსტსკრიპტუმი" ,  იგი შეეხო როგორც შეიარაღებაშიარსებულ ხარვეზებს, ისე ნეპოტიზმს, რომელიც , დღეს შეიარაღებულ ძალებში , სუფევს “ 
ზურაბ ჯიბუტი პოსტსკრიპტუმთან ასევე ყვება, თუ რა პირობებში უწევთ ჯარისკაცებს წვრთნების გავლა.
მისი თქმით, სამხედრო მომსახურეების საკვებიც საველე პირობებში სტანდარტთან შეუსაბამოა.ზურაბ ჯიბუტის განცხადებით, ეს არის რუსული წარმომავლობის კონსერვი, ხახვი, ნიორი და პური.

 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....