მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველო კრემლის ზეგავლენის ნიშნით ოთხ ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა

საქართველო კრემლის ზეგავლენის ნიშნით ოთხ ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა

Published on

აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ანალიტიკურმა ჯგუფებმა 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რუსეთის საინფორმაციო გავლენის დასადგენად ჩაატარეს  კვლევა  სახელწოდებით ,,კრემლის გავლენის ინდექსი'' . კვლევის ფარგლებში შესწავლილია გავლენები ხელისუფლებაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში.
 
შედეგების მიხედვით,  კრემლის საინფორმაციო გავლენისა და მასზე რეაგირების მხრივ საქართველო მეორე ადგილზე აღმოჩნდა, რაც, ანალიტიკოსების აზრით, ხელისუფლებისგან საქართველოს კურსის მკვეთრად განსაზღვრის აუცილებლობაზე მეტყველებს.
 
დასკვნაში მოყვანილია ის პარტიებიც, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პრორუსული მიმართულებით გამოირჩევიან. ასევე დაფიქსირებულია, რომ რუსთავი 2-ს ქვეყნაში ყველაზე მკვეთრად გამოხატული პროდასავლური კურსი აქვს.
 
„კვლევაში ასევე ცალსახად არის აღნიშნული, რომ მედია ბაზარზე რუსთავი 2-ის არარსებობის შემთხვევაში, ვითარება იქნებოდა გაცილებით მძიმე, ვინაიდან, ეს არის ერთადერთი ტელეკომპანია, რომელსაც ღიად აქვს გამოხატული თავისი პროდასავლური კურსი,“ – განაცხადა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა.

სიახლეები

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...