ინტერრაო საქართველოს წინააღმდეგ – ენერგო კომპანიამ სტოკჰოლმში საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურები დაიწყო.ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. რუსული კომპანია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასა და ვალუტის დევალვაციის გამო, კომპენსაციას ითხოვს და ათეულობით მილიონი დოლარის ზარალზე საუბრობს.ინტერრაო კომპენსაციის ოდენობას არ ახმოვანებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია 125 მილიონ დოლარს ითხოვს.კომპანიამ საქართველოს მთავრობას ტარიფების შეცვლაზე 2016 წელს მიმართა. მარეგულირებელმა კომისიამ მაშინ უარი განაცხადა. ინტერრაო თელასის თითქმის 75%-ანი წილის მფლობელია.
“ინტერრაო” საქართველოს წინააღმდეგ – ენერგო კომპანიამ სტოკჰოლმში საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურები დაიწყო
Published on