სინოპტიკოსები საქართველოში კვლავ ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას განმარტებით, უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. რაც შეეხება თბილისს, დღეს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ქარი.10 ივნისს მოსული უხვი ნალექის გამო საქართველოს რამდენიმე რეგიონი დაზარალდა. თბილისის გარდა, უხვი ნალექი აღინიშნა შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებშიც – ხაშურში, სურამში, ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალციხესა და ადიგენში. დაიტბორა სარდაფები, საცხოვრებელი სახლების ეზოები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაბა სურამში ადიდდა მდინარე სურამულა.
უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება
სიახლეები
საზოგადოება
ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...
სიახლეები
ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა
ოზურგეთის მერი გადადგა ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
"მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...
სიახლეები
“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს
“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...
სიახლეები
ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...