მთავარისიახლეებისაზოგადოებასაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 300-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 300-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა

Published on

საქართველოს მასშტაბით, ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 300-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. ამის შესახებ სააგენტოში აცხადებენ. სააგენტოს ცნობით, სამსახურის თანამშრომლები ყველა გამოძახებაზე გავიდნენ. გამოძახებები ძირითადად დაფიქსირდა თბილისიდან, სურამიდან, ადიგენიდან, ახალციხიდან და ხაშურიდან. ამ დროის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო დაშავებულები არ არიან. წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთის ერთ ნაწილზე, მეწყერის ადგილამდე მისასვლელი გზა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს აქვთ გადაკეტილი. ამ ტერიტორიაზე მეწყერი დღეს მეორედ ჩამოწვა. წვიმამ პრობლემები შექმნა ადიგენსა და სურამში. ადიგენის ორ სოფელში, წყალდიდობის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. სურამში მდინარის ადიდების გამო სახლები იტბორება.

სიახლეები

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...