მთავარისიახლეებისაზოგადოება„მეტი რაღა უნდა მოხდეს“ - ზუგდიდში აქცია გაიმართა

„მეტი რაღა უნდა მოხდეს“ – ზუგდიდში აქცია გაიმართა

Published on

ზუგდიდიში, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავება გააპროტესტეს და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის გამოხატვის მხრივ ბევრი პრობლემაა. ისინი დღეს აქციაზე სპეციალური საპროტესტო პლაკატებით იყვნენ მოსული და მოულოდნელად წამოსული კოკისპირული წვიმის მიუხედავად ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს და სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა მოითხოვეს.
 
შეკრებილების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დაკავებულ მუსიკოსებს არ გაათავისუფლებენ, ისინი საპროტესტო აქციის გაგრძელებას არ გამორიცხავენ. პარალელურად, საქართველოს მასშტაბით, ერთიდაიგივე დროს იგივე მოთხოვნით საპროტესტო აქცია რამდენიმე ქალაქშიც გაიმართა.
 
მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია სამართალდამცავებმა 3 დღის წინ დააკავეს. მუსიკოსების განცხადებით, მათი დაკავება მათ მიერ გადაღებულ კლიპს უკავშირდება, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი გუშინ დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მუსიკალური ჯგუფის წევრებს თავისუფლების აღკვეთა რვიდან ოც წლამდე ან უვადოდ ემუქრებათ.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...