მთავარისიახლეებისაზოგადოებაელისო კილაძე: ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა რუსთავი 2-ის...

ელისო კილაძე: ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა რუსთავი 2-ის დირექტორობას

Published on

, ,გაზეთ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე  ეხმიანება მედიის ნაწილსა და სოცქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელთა თანახმადაც, მისი კანდიდატურა "რუსთავი-2"-ის გენდირექტორად განიხილება და წერს, რომ ეს მხოლოდ ჭორებია. 
 
"აუცილებელი განმარტება : ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა რუსთავი 2-ის დირექტორობას. ვიცნობ და ვმეგობრობ გია ყარამანიშვილთან,      პერიოდულად ვხვდებით თბილისშიც და კიევშიც. ვსაუბრობთ ყველაფერზე – პოლიტიკაზე, მედიაზე, რუსთავი 2-ზე და ა.შ. 
ორი დღის წინ შევხვდით . ამ და სხვა თემებზე ვისაუბრეთ, გავრცელებული ჭორებიც როგორც ჩანს, ამ შეხვედრას უკავშირდება . ნიკა გვარამიას დირექტორის პოსტიდან გადაყენებაზე საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, დირექტორობაზე შეთავაზება არ მიმიღია.
ნიკა გვარამიას გადადგომა ჯერჯერობით არის დაუდასტურებელი ინფორმაცია, ველოდები მის განცხადებას.
 
იმედი მაქვს, მენეჯმენტი, გენერალური დირექტორი და ტელევიზიის კოლექტივი შექმნილი რთული მდგომარეობიდან ღირსეულ გამოსავალს მონახავს.
p.s.კობა ნაყოფიასაც ამ წუთას ველაპარაკე.არ განიხილება არც მისი დირექტორობის საკითხი !
ცალ ცალკე რომ არ მირეკოთ, ესაა ჩემი კომენტარი!", – წერს ელისო კილაძე "ფეისბუქზე". 

სიახლეები

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...