მთავარისიახლეებიპოლიტიკაომბუდსმენი „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ლაშა მესხის სამსახურში აღდგენის რეკომენდაციით მიმართავს

ომბუდსმენი „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ლაშა მესხის სამსახურში აღდგენის რეკომენდაციით მიმართავს

Published on

საქართველოს სახალხო დამცველმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ჟურნალისტ ლაშა მესხის მიმართ პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

მესხი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, 2014 წლიდან მუშაობდა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“. 2016 წლის მაისში განმცხადებელმა დააფუძნა პროფესიული კავშირი და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ხშირად კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამდა საჯაროდ.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, 2017 წლის იანვრის ბოლოს, სხვა 12 თანამშრომლის მსგავსად, განმცხადებელთან ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, შრომითი ურთიერთობა მხოლოდ განმცხადებელთან არ გაგრძელდა, რის საფუძვლადაც მოპასუხემ ხელშეკრულების ვადის გასვლა დაასახელა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 13 თანამშრომელთაგან, ვისთანაც ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულებები დაიდო, მხოლოდ განმცხადებელი გათავისუფლდა, თავისთავად წარმოშობს არათანასწორი მოპყრობის ეჭვს, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, რომ განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი მასალები ადასტურებს მის აქტიურ საქმიანობას პროფესიულ კავშირში და განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირებას იმ პრობლემებზე, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელში დღემდე აქვს ადგილი.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ რეკომენდაციით მიმართა, აღმოფხვრას ლაშა მესხის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი სამუშაოზე აღდგენის გზით, ასევე, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით”- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...