მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს?

ნიკა მელია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს?

Published on

ნიკა მელია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს და ამავდროულად, არაა გამორიცხული, მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატადაც იყაროს კენჭი.  
არის საუბარი იმაზეც, რომ იგი  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე  სავარაუდოდ პირველი ნომერი იქნება ენმ-ს თბილისის პროპორციულ სიაში –  ინფორმაციას ამის შესახებ ენმ-სთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, "პირველი რადიო" ავრცელებს.
 
ინფორმაცია გავრცელდა იმ კითხვების პასუხად , რომელიც საზოგადოებაში აღიძრა მას შემდეგ,  რაც  თბილისის მერობის კანდიდატად ენმ-დან "რუსთავი-2-ის" ტელესახე და გენდირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ( ჯერჯერობით არაოფიციალურად)  დასახელდა . 
 
შეგახსენებთ ადრე გავრცელებული ინფორმაციით , ენმ- ში თბილისის მერობის ერთერთ რეალურ კანდიდატად ნიკა მელიას განიხილავდნენ, თუმცა ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ  პარალელურად მოლაპარაკებები სხვა კანდიდატურებთან, მათ შორის გრიგოლ ვაშაძესთან და   ზაალ უდუმაშვილთანაც    მიმდინარეობდა. 
 
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...