მოდის ,,ოსკარი” – დემნა გვასალიას. ჩაბნელებულ და დამშეულ თბილისში გავლილი ბავშვობიდან – საერთაშორისო აღიარებამდე

0
410
გამოცემა The Business of Fashion-მა ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია წლის ადამიანად დაასახელა.   მას მოდის „ოსკარი“ გადაეცა – ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ჯილდო მოდის სამყაროში. მოდელიორს ეს აღიარება „ვეტმანისა“ და „ბალენსიაგასთვის“ შექმნილმა ბოლოდროინდელმა  კოლექციებმა მოუტანა.
 
წლის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიალი ნიუ იორკში 1981 წლიდან ტარდება. ნომინანტებს მოდის სფეროში მოღვაწე 1500-კაციანი ჟიური ასახელებს. წლის საუკეთესოები კი, ხმათა უმრავლესობით ვლინდება. –  დემნამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მოდის სამყაროში – დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ მოდის ბიზნესზე, არამედ შეცვალა ინდუსტრიის მართვის ხერხებიც კი . – ასეთ შეფასებას აძლევენ ოსკაროსან მოდელიორს  ჟიურის წევრებიც და საზოგადოდ მსოფლიო მოდისა და სამოდელო ბიზნესის  ექსპერტებიც.
 
ნიუ იორკში CFDA-ს დაჯილდოების ცერემონიალზე გადაცემული ჯილდო დემნა გვასალიამ  თავის  ძმას და ბებიას მიუძღვნა. რატომ? 
 
დემნა გვასალია დაიბადა საქართველოში 1981 წელს, სადაც მან გაატარა ცხოვრების 17 წელი. მოდის ინდუსტრიაში მომავალი ვარსკვლავის ახალგაზრდობის წლებმა სსრკ-ს სამხედრო კონფლიქტის დროს გაიარა. ასეთი რთული პირობების მიუხედავად მან შეძლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულება. დემნას ერთადერთი შთაგონების წყარო იყო მისი ბებია. მოზარდობის ასაკში დემნა იძულებული იყო ხშირად შეეცვალა საცხოვრებელი გარემო მამამისის სამუშაოს გამო, საბოლოოდ კი აღმოჩნდა ლონდონში, შემდეგ კი გერმანიაში. თავისი სტილის საპოვნელად დემნას საკმაო დრო დასჭირდა.
 
გვასალია წავიდა ანტვერპენში, რათა ჩარიცხულიყო ანტვერპის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე. ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი იყო დემნას შესთავაზა მამაკაცების ტანსაცმლის დიზაინერობა, როდესაც ის ჯერ კიდევ სწავლობდა. გვასალია ბეირენდოკთან წელიწადნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი შექმნა ქალთა ტანსაცმლის კოლექცია. პრეზენტაციის ნახვა, როგორც პირდაპირ, ასევე შოურუმში იყო შესაძლებელი, მაგრამ ტანსაცმლის ყიდვა შეუძლებელი იყო. ამ პროექტმა დემნას პარიზში Maison Margiela-ში დაუმკვიდრა ადგილი, საიდანაც დაიწყო მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში.
 
სამი წლის შემდეგ გვასალიამ მიიღო შეთავაზება Louis Vuitton-სგან, მაშინ როდესაც დემნა მუშაობდა მარკ ჯეიკობსთან, ბრენდზე, რომელიც არ იყო საკმარისად კონცეპტუალური და არ იყო თანხვედრაში დემნას გემოვნებასთან. დიზაინერმა დაუყვოვნებლივ მიიღო შეთავაზება და დაიწყო მოდის გიგანტის შიგნიდან შესწავლა.
 
მისი შემდგომი ნაბიჯი მოულოდნელი იყო. ისდუსტრიაში იმედგაცრუებულმა დემნამ თავის მეგობრებთან (Margiela-დან) შექმნა Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“), საკუთარი მოდის ხაზი, რომლითაც სურდა თავისი ხედვის მსოფლიოსთვის გაზიარება
Vetements მოჰყვა სწრაფი გამოხმაურება, ის იყო დამანგრეველი და მარგინალური, ამ მოდის ხაზმა, მიუხედავად იმისა, რომ დემნას არ გაუკეთებია ასეთი განცხადება, დაანგრია ტრადიციული მოდის კოდები. სინამდვილეში მისი გუნდი არ ფიქრობდა, იმავეს, რასაც სხვა მოდის სახლები. მათი მოტივი იყო ის, რომ ტანსაცმელი, რომელიც მოდის ჩვენებებზე გამოჰქონდათ გაყიდულიყო მაღაზიებში. დიზაინერის ნამუშევრები არის შეძლებისდაგვარად რეალისტური და სატარებლად კომფორტული.
 
2015 წლის ოქტომბერში დემნა დანიშნეს Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად. ამით თავად დემნაც საკმაოდ გაკვირვებული იყო, მაგრამ ნათელი იყო, რომ ეს პოსტი მას Vetements-ის წარმატებულმა ჩვენებებმა მოუტანა, რომლის კოლექციები მოჩვენებითი უბრალოების პრინციპით იქმნება, და რომლის მიღმაც კარგად მოფიქრებული თარგები და ხარისხიანი მასალა იმალება. Vetements-ის სახელი გახმაურდა მაშინ, როდესაც მისმა ჯგუფმა ჩვენება მოაწყო ჩინურ რესტორანში Le Président-ში, შემდეგი ჩვენება გაიმართა პარიზის ერთ-ერთი კვარტლის მარეს გეი კლუბში – Le Dépôt. მარტში გუნდმა კიდევ გააკვირვა საზოგადოება ამერიკის საკათედრო გამზირზე გამართული ჩვენებით, სადაც სტუმრები დაბალ სკამებზე ისხდნენ.
 
ამ ჩვენებიდან სამი დღის შემდეგ დემნა გვასალიამ წარადგინა თავისი პირველი კოლექცია Balenciaga-სთვის. ექსპერტთა აზრი გაიყო – ზოგი აცხადებდა, რომ კოლექციამ სრული მარცხი განიცადა, ზოგიც კი პირიქით წარმატებას უწინასწარმეტყველებდა. აუდიტორია კი ერთ აზრზე იდგა, რომ ჩვენება იყო ძლიერი და სწორი, სწორედ დემნა გვასალიას ძალისხმევით, რომელმაც განახორციელა ის, რაც საუკეთესოდ გამოსდის – გააუმჯობესა თანამედროვე კლასიკა მოცულობისა და გაბედული ტანსაცმლის წყალობით. ხაზი აღმოჩნდა შემოქმედებითი და ახალი, ნაკლებად გიჟური და ნაკლებად საიდუმლო, Vetements-ისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ადაპტირებული, იმასთან, რაც აცვიათ რეალურ ცხოვრებაში, როგორც, ეჭვის გარეშე, თავად კრისტობალ ბალენსიაგა შეაფასებდა.
 
2016 წელს გამოცემამ Business of Fashion-მა დემნა გვასალია წლის პერსონად აღიარა.
 
 მცირე ხნით ადრე  2016 წლის Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე დემნა გვასალიამ აიღო წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო, ხოლო Vetements გახდა წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს კლასის ბრენდი.
წინა სტატიაავტოავარია თბილისში: მოქალაქე საპატრულო პოლიციის ორ მანქანას დაეჯახა
შემდეგი სტატიარა შემთხვევაში გადადგება ირაკლი კობახიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური