23 საერთაშორისო NGO აფგან მუხტარლის საქმეზე კვირიკაშვილს წერილით მიმართავს

0
359

ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე 23 საერთაშორისო არასამთავრობო ორანიზაციამ საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა.

Odishinews გთავაზობთ წერილის თარგმანს ქართულ ენაზე:

ძვირფასო ბატონო გიორგი,
 
გწერთ, რადგან გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება 29 მაისს, დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცებასთან დაკავშირებით. გაუჩინარებამდე ის თავის კოლეგებთან იმყოფებოდა, მომდევნო დღეს კი ბაქოში, სახელმწიფო სასაზღვო სააგენტოში აღმოჩნდა დაკავებული.
მუხტარლი ამბობს, რომ ის მის სახლთან ახლოს ძალით ჩასვეს მანქანაში, დააბეს და სცემეს. გამტაცებლებმა მას თავზე ტომარა ჩამოაფარეს და 10 ათასი ევრო ჩაუდეს. მუხტარლის ადვოკატ ელჩინ სადიგოვმა, რომელმაც მოახერხა მისი მონახულება საპატიმროში, დაადასტურა, რომ ჟურნალისტს დაზიანებები აღენიშნებოდა და, სავარაუდოდ, ნეკნი აქვს ჩამტვრეული. 31 მაისს, ბაქოს სასამართლომ მუხტარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას კონტრაბანდას, საზღვრის უკანონო კვეთას და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
პროცესის ასეთ განვითარება არა მხოლოდ აფგან მუხტარლის შესაძლო წამებისა და ციხეში დიდი ხნით გამოკეტვის საფრთხეს აჩენს, არამედ საშიშ პრეცედენტს ქმნის საქართველოში მცხოვრები ათეულობით დევნილი აზერბაიჯანელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ბოლო წლებში, მრავალი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი და სხვა სამოქალაქო აქტივისტი გამოექცა აზერბაიჯანის რეპრესიებს, მაგრამ ისინი უფრო და უფრო მეტად ხდებიან ჩაგვრისა და დევნის მსხვერპლნი საზღვარგარეთ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ იპოვიდნენ უსაფრთხო სამოთხეს საქართველოში, მაგრამ ახლა მოუწევთ იცხოვრონ მუდმივ შიშში, რომ შესაძლოა უკანონოდ დააბრუნონ სამშობლოში.
აფგან მუხტარლის გატაცება და არალეგალური დეპორტაცია მის ქვეყანაში, იმ დროს, როცა ის საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდა, საერთაშორისო სამართლის ძალიან ცხადი დარღვევაა. წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლით არის გათვალისწინებული, პირდაპირ ავალდებულებს წევრ ქვეყნებს, რომ არ გადასცენ ადამიანი იმ ქვეყანას, რომელშიც ის ზემოაღნიშნულის მსხვერპლი შეიძლება გახდეს. საქართველო პასუხისმგებელია უზრუვნელყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების უსაფრთხოება.
აფგან მუხტარლის გატაცება არის შავი ლაქა საქართველოს, როგორც კავკასიაში ადამიანის უფელებების სტანდარტების დამცველი ქვეყნის რეპუტაციისთვის. აზერბაიჯანის ხელისუფლება სასტიკად ებრძვის თავის კრიტიკოსებს. ადამიანის უფლებათა ევროპული საბჭოს კომისარმა, ნილს მუზნიკსმა 2017 წლის მაისში განაცხადა, "სიტუაცია აზერბაიჯანში მაღელვებს. 2015 წლის შემდეგ ევროსასამართლოს შვიდ საქმეში მომიწია ჩარევა, რომლებიც, ჩემი აზრით, სრულიად ასახავს ადამიანის უფლებების პრობლემებს ქვეყანაში: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროვება, და ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მათი ადვოკატების ოფიციალური დევნა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეები, რომელთა საქმეებშიც მე ჩავერიე ციხეში აღარ იმყოფებიან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვები ჯერ კიდევ დაკავებულნი არიან ძირითადად კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის გამო." საქართველოს, როგორც ასეთი რეპრესიული სახელმწიფოს მეზობელ ქვეყანას მორალური ვალდებულება აქვს, მისი ისტორიული როლის შენარჩუნებასა და აზერბაიჯანელი დევნილების მიღებასთან დაკავშირებით.
ჩვენ მივესალმებით აფგან მუხტარლის "უკანონო გატაცებასთან" დაკავშირებით დაწყებული გამოძიებას. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება გამოააშკარავებს გამტაცებლების იდენტობებსა და განმარტავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პოტენციურ როლს იმაში, თუ რა მოხდა. საჭიროა ცხადი მესიჯი საქართველოს მხრიდან, რომ მის ტერიტორიაზე მეზობელი ქვეყნების უკანონო ქმედებები მიუღებელია, და ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც საერთაშორისო სამართლის ასეთ მძიმე დარღვევაში მონაწილეობდა პასუხს აგებს.
საქართველო მონაწილეობდა გაეროს ყველა ბოლო დროინდელს რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა დამცველებთან დაკავშირებით. საქართველო, ასევე, იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლემბაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში გამოხატეს ღმა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ "ძალისმიერი მეთოდით ადამიანის გაუჩინარების პრაქტიკა, ხშირად, ადამიანის უფლებათა დამცველების დაშინებასა და რეპრესიისთვის გამოიყენება."
ასე რომ, საქართველოს მისწრაფება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მადლობა ყურადღებისთვის.
 
წერილს ხელს აწერენ:
 
Canadian Journalists for Free Expression
CEE Bankwatch Network
Civil Rights Defenders
Committee to Protect Journalists
Crude Accountability
English PEN
FIDH, within the framework of the Observatory for the Protection of Human
Rights Defenders
Freedom Now
Human Rights First
Human Rights House Foundation
Human Rights Watch
Index on Censorship
IFEX
International Media Support
International Partnership for Human Rights
Institute for War and Peace Reporting
Netherlands Helsinki Committee
Norwegian Helsinki Committee
PEN America
PEN International
People in Need
Reporters Without Borders (RSF)
World Organisation Against Torture (OMCT), within the framework of the Observatory for the Protection of Human Rights Defenders

წინა სტატიარუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 4 ქართველი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიასაქართველოში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური