მთავარისიახლეებისამხედრო თემარაზე წუხს თავის სიცოცხლეზე მეტად კონგოელი ამბოხებულების ტყვეობაში მყოფი სოსო ოსორაული

რაზე წუხს თავის სიცოცხლეზე მეტად კონგოელი ამბოხებულების ტყვეობაში მყოფი სოსო ოსორაული

Published on

 
ტელეკომპანია ,,იბერიამ''  გაავრცელა კონგოში ტყვედ ჩავარდნილი  ქართველი მფრინავის იოსებ ოსურაულის ვიდეო-გზავნილი ოჯახისადმი . როგორც ოსურაული მიმართვაში აღნიშნავს, მას ადამიანების დახოცვაში ადანაშაულებენ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
 
"რომ ამბობენ ჩემზე ვიღაცეები ჩახოცაო მასე არ არის, არ დაიჯეროთ, გთხოვთ არ დაიჯეროთ მე არავინ ჩამიხოცავს,დედა არ ინერვიულო, კარგი ბალღები დაზარდეთ, კარგად გაზარდეთ ჩემი შვილები, ძალიან მიყვარხართ. დედა არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან მიყვარხართ, გემშვიდობებით, აბა კარგად", – ამბობს სოსო ოსურაული. ვიდეოგზავნილმა შეარყია ოფიციალური ვერსია, რომ სოსო ოსურაული ცოცხალი აღარ არის, საგარეო საქმეტა სამინისტროს მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია  როგორც ჩანს ემსახურება იმას, რომ უწყებამ და საზოგადოდ საქართველოს მთავრობამ თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაის მოძიებისათვის.    
 
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ფირი, სადაც სოსო მიმართავს დედას, მიმართავს საქართველოს, რომ ის განწირულია, ის აჯანყებულ კონგოშია და ალბათ, არ უწერია უკან დაბრუნება, რადგან საქართველო არ გადაიხდის იმ ფასს, რასაც ქვია ქართველი ვაჟკაცის გამოსყიდვის ფასი. ჩვენ გვინდა მივმართოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გაასაჯაროვოს ეს ფირი და ჩვენ, ქართველებმა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქართველი ვაჟკაცი სამშობლოს დაუბრუნდეს", – აღნიშნავს  ლალი მოროშკინა საავტორო გადაცემაში- ამასთან განმარტა, თუ რატომ არის ქართული კონტინგენტი კონგოში.
"საქმე იმაშია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის დროს პრაქტიკულად მთელი ესკადრილია, ახალგაზრდა ადამიანები ულუკმაპუროდ დარჩნენ და ვინაიდან მათ ოჯახები ყავდათ სარჩენი, ისინი აფრიკელ მეომრებთან აღმოჩნდნენ და ხშირად აფრიკელი ტერორისტების მსხვერპლი ხდებიან. სწორედ ასეთი მსხვერპლია სოსო ოსურაული, რომელიც დღეს ცოცხალია და ჩვენ ამის გადამოწმებული ინფორმაცია გვაქვს", – განაცხადა მან.
 
იმ მიზეზებზე,  რის გამოც ქართველი მფრინავი აფრიკაში აღმოჩნდა, ისაუბრა გადაცემის სტუმარმა  თადარიგის ოფიცერმა დავით ნემსაძემაც 
 
"სოსო ოსურაულის აფრიკაში წასვლა ეს იყო ტრაგედია, რადგან ერთი მფრინავის აღზრდა სახელმწიფოს უჯდება 72 კგ ბაჯაღლო ოქრო, მითუმეტეს, რომ 2008 წლის ომის დროს ოსურაულმა მე-2 ქვეითი ბატალიონი რუსეთის ჯარების ალყიდან იხსნა. ეს უნდა სცოდნოდათ თავდაცვის სამინისტროში, როცა ასეთი მფრინავი ტოვებდა შეიარაღებულ ძალებს. ''
 
 ოფიცრის განმარტებით, 2000 წლიდან კონგო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებთან თანამშრომლობს. აქედან გამომდინარე, ოსურაულს ჰქონდა კონტაქტები და სამსახურის დატოვების შემდეგ ხელშეკრულებით გაემგზავრა, რათა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სამხედრო ავიაციის ჩამოყალიბებაში დახმარებოდა.
 
დავით ნემსაძე აკრიტიკებს თავადაცვის სამინისტროსაც, რომელიც ცდილობს თავისი უმოქმედობა ოსურაულის საქმეში გაამართლოს იმით, რომ იგი რამდენიმე წელია ქართულ; შეიარაღებულ ძალებში აღარ მსახურობს.
 
"მე ვერ გავიგე, რას ნიშნავს საგარეო უწყების განცხადება სოსო ოსურაულის სავარაუდო გარდაცვალების შესახებ. სოსო ოსურაულს ქონდა კონკრეტული წვლილი და ის არ ყოფილა საქართველოს “სავარაუდო” მოქალაქე. არც გაეროს მისიამ, არც წითელმა ჯვარმა და არც კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ იოსებ ოსურაულის გარდაცვალება არ დაადასტურეს. მე ვიცი, რომ ის ცოცხალია და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს განცხადებებს", -განაცხადა დავით ნემსაძემ.
 

ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვეობაში 27 იანვარს ჩავარდა და ამ დრომდე მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ოსურაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პირველად 22 თებერვალს გავრცელდა.
 
რაც შეეხება ვიდეოგზავნილს,  სოსოს ოსურაულის ძმის განმარტებით, მას ეს გზავნილი ორი თვის წინ აქვს ნანახი,  ამდენად იგი  ახალი არ არის და ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ცოცხალია თუ არა იგი.
 
ამასობაში კი სოსოს ოსურაულის ოჯახს უმძიმეს  სტრესთან ერთად უკიდურეს მატერიალურ  გაჭირვებასთან უხდება ბრძოლა – მის მშობლებსა და ცოლ-შვილს ( სოსო ოსურაული ოთხი შვილის მამაა) ისღა დარჩენია, პურში გადაცვალოს თავისი საცხოვრისი. თავის სიცოცხლეზე მეტად ამაზე წუხს ტყვეობაში მყოფი ოსურაული თავის ვიდეოგზავნილშიც.    

სიახლეები

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა - მან რამდენიმე წუთის წინ დაუნინგ სთრითზე, პრემიერმინისტრის...

საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა

მარნეულში იმამ ალის მეჩეთში მუჰარამის თვესთან დაკავშირებით მორწმუნეების მიერ აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშე...

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ...

თინა ბოკუჩავა განცხადებას ავრცელებს

მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი,...