მთავარისიახლეებისაზოგადოებამიქავების ოჯახი ამბობს, რომ სოციალური დახმარება ენმ-ის მხარდაჭერის გამო შეუწყდა (Video)

მიქავების ოჯახი ამბობს, რომ სოციალური დახმარება ენმ-ის მხარდაჭერის გამო შეუწყდა (Video)

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში, ჩაის ფაბრიკის ყოფილ შენობაში,  მიქავების ოჯახს მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. ოჯახი ხუთი წევრისგან შედგება, მათგან ორი მეორე ჯგუფის ავადმყოფია. ოჯახის ყველაზე უფროსი 80 წლის წევრი გული მიქავაა.

მისი თქმით, წლებია მათ ოჯახს მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. მათი ძირითადი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებენ. თუმცა, გული მიქავას თქმით, სოციალურიი დახმარება მიმდინარე წლის მარტის თვეში მოეხსნათ, მიზეზი კი მათთვის უცნობია. ოჯახის ყველზე უფროსი წევრის განცხადებით, მათი შემოსავალი ძირითადად წამლებზე იხარჯება. მას შემდეგ კი რაც სოციალური დახმარება მოეხსნათ, ოჯახის სოციალური მდგომარეობა უფრო დამძიმდა. 

გული მიქავას თქმით, მისთვის უცნობია თუ რა მიზეზით მოეხსნა მის ოჯახს სოცილური დახმარება. ამბობს, რომ წლების განმავლობაში მათი ოჯახის მდგომარეობა უკეთესობის ნაცვლად უარესობისკენ შეიცვალა. მისივე თქმით, ის და მისი ოჯახის წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ამომრჩევლები არიან. გული მიქავა არ გამორიცხავს, რომ მათთვის სოციალური დახმარების მოხსნა მათ პოლიტიკურ სიმპათიას უკავშირდება. 

მიქავების ოჯახში დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები იმყოფებოდნენ. ლევან თორიას თქმით, ოჯახს სოციალური დახმარება პოლიტიკური ნიშნით მოეხსნა, რადგან ისინი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები არიან.

„სოციალური დახმარება ოჯახს სულგაყიდულმა და გადამგდებმა ივანიშვილის პირადმა ექიმმა, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოუხსნა“

ლევან თორია ამბობს, რომ თუ იმ შემთხვევაში ოჯახს სოციალური დახმარების მიღება არ აღუდგა, ის პარტიის წევრებთან ერთად მივა ზუგდიდის სოციალური მომსახურების სააგენტოში და მისი სიტყვებით, „საკადრის პასუხს გასცემს იმისთვის, რასაც აკეთებენ ზუგდიდში ხალხის წინააღმდეგ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთებულა ზუგდიდის სოციალური მომსახურების სააგენტოში. თუმცა,  უწყების ხელმძღვანელის მოადგილე, ნატალია ქირიას თქმით, ოჯახში სოციალური აგენტების მეშვეობით მოხდა გადამოწმება, რის გამოც ოჯახს შეუჩერდა დახმარების მიღება, თუმცა ისინი კუთვნილ დახმარებას მიმდინარე თვეში მიიღებენ. ნატალია ქირიას თქმით, ოჯახს ასევე ჩაერიცხება გაცდელი თვეების დახმარება.

 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...