მთავარისიახლეებიკულტურაზუგდიდის მერობის მსურველ ზვიად სიჭინავას ბოტანიკური ბაღის დასუფთავების ნება არ მისცეს

ზუგდიდის მერობის მსურველ ზვიად სიჭინავას ბოტანიკური ბაღის დასუფთავების ნება არ მისცეს

Published on

ზუგდიდის მერობის მსურველ ზვიად სიჭინავას ქალაქის ბოტანიკური ბაღის დასუფთავების უფლება არ მისცეს. ინფორმაციას ჟურნალისტებთან თავად სიჭინავა ადასტურებს, მისი თქმით, ბოტანიკურ ბაღში დასუფთავების აქცია გუშინ დაიწყეს, ხოლო ამ დილით, მათთან რამდენიმე ადამიანი მივიდა, რომლებმაც განუცხადეს, რომ მერიიდან არიან და გაფრთხილება მისცეს, რომ არ გაეგრძელებინათ სამუშაოები, რადგან ტენდერში გამარჯვებული კომპანია აქ ერთ თვეში სამუშაოებს დაიწყებდა და ამ მიზეზით მათ უნდა შეეჩერებინათ აქცია."ჩვენ ქაღალდისა და ბოთლებისგან გავწმინდეთ ბაღი და ნაგავი ავიღეთ, მეტი რა უნდა დაგვეშავებინა, მაგრამ გვითხრეს არ შეიძლებაო"- ამბობს სიჭინავა. დღევანდელ ინციდენტზე მერიას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.შეგახსენებთ, რომ ზვიად სიჭინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო, ამ ეტაპზე მას გაცხადებული აქვს, რომ სურს ზუგდიდის მერობა.ამის შესახებ  ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ პირველად  ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“  მიმდინარე წლის 21 აპრილს განაცხადა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...