თბილისის ერთ–ერთ სკოლაში მენინგიტის 2 შემთხვევა დაფიქსირდა

0
397
თბილისის #41 საჯარო სკოლაში 2 თვის განმავლობაში მენინგიტის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, პირველ შემთხვევაში ავად მე-4 კლასელი გოგონა იყო, რომელიც გამოკვლევების შემდეგ კლინიკაშიც იწვა და უკვე  გამოჯანმრთელდა. მენინგიტით დაავადების მეორე ფაქტი კი მე–9 კლასის მოსწავლის შემთხვევაში გამოვლინდა.როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლის ადმინისტრაციამ განუცხადა, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები დღეს უნდა ჩატარდეს.“სკოლას აქვს რესურსი, რომ ასეთი შემთხვევების დროს საჭირო პროცედურები თავად განახორციელოს. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული სადეზინფექციო სამსახურთან და ისინი სხვადასხვა პერიოდულობით, გეგმიურად ატარებენ დეზინფექციას. ამ შემთხვევაში, დღეს ჩატარდება არაგეგმიურად, გაკვეთილების დასრულების შემდეგ. დღეს განხორციელდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაო და ხვალ სველი წესით დამუშავდება. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, გაკვეთილების შეფერხება არ იქნება”, – განუცხადა EDU.ARIS.GE–ს სკოლის დირექტორმა რევაზ ჯავახიშვილმა.მისივე თქმით, ყველა საჭირო სამუშაო, რაც შეიძლება ჩატარდეს ასეთ დროს განხორციელებული იქნება და მშობლების მიერ მოსწავლის სკოლაში არ წაყვანის აუცილებლობა არ დგას. არებიც ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწერება.“ბუნებრივია, მშობლის გადასაწყვეტია შვილს სკოლაში გაუშვებს თუ არა, ჩვენ ვერ ვაიძულებთ. სკოლა არ არის ერთადერთი სივრცე, სადაც შეიძლება მოსწავლე დაავადდეს. მე პირადად, შვილები დამყავს ამ სკოლაში და შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეებს იმ სამუშაოების გატარების შემდეგ რაც დაგეგმილია და ახლაც, შეუძლიათ დაესწრონ გაკვეთილებს. გაკვეთილები სკოლაში ამ მომენტშიც მიმდინარეობს”, – აღნიშნა დირექტორმა.
წინა სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა – ჩვენ გვინდა, რომ სასკოლო ექსკურსიებმა გასვლითი გაკვეთილის ფორმა მიიღოს
შემდეგი სტატიამართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მომავალში მხოლოდ ისინი დაიშვებიან, ვინც მომზადებას ავტორიზებულ სკოლებში გაივლის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური