ქართული კონტიგენტი ავღანეთში ასეულიდან ოცეულამდე მცირდება

0
451
თავდაცვის სამინისტრო განცხადებით ეხმაურება ნატო-ს სამშვიდობო მისიაში ქართული კონტიგენტის შემცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.  უწყება განმარტავს, რომ საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით რჩება:
 
„საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, რაც ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით კონტრიბუციას ითვალისწინებს.
 
"საქართველო სათანადოდ აფასებს როგორც ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, ისე მსოფლიოში არსებულ ვითარებას. სწორედ აღნიშნულს ემსახურება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომლის განხორციელებასაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვიწყებთ და რომელიც მიზნად ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის თვისობრივ ამაღლებას, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების შეკავებასა და მათთან გამკლავების უნარის გაძლიერებას ისახავს."
 
აქვე თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისათვის ამერიკელ, ნატოელ და სხვა დანარჩენ პარტნიორებთან ერთად ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს, რათა სამომავლოდ, 2019 წლისთვის პროპორციულად, მაქსიმალური რაციონალურობითა და ეფექტურად გადავანაწილოთ შეიარაღებული ძალების შემადგენლობა როგორც შიდა გამოწვევების, ისე საერთაშორისო საჭიროებების გათვალისწინებით.
 
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგია იმ რეალიებს შეესაბამება, რაც მის გარშემო ვითარდება და გადაწყვეტილებებს მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ალიანსთან ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საფუძველზე მიიღებს.”– ნათქვამია განცხადებაში.
 
მაზარი შარიფის ბაზაზე ქართული ასეულის შემცირების მოთხოვნით, საქართველოს თავდაცვის უწყებამ ბრიუსელს რამდენიმე კვირის წინ მიმართა. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ქართული ასეული ოცეულის დონეზე მცირდება.
 
გერმანიამ საქართველოს მოთხოვნა გააპროტესტა.
 
ინფორმაცია მაზარი შარიფში კონტიგენტის შესაძლო შემცირებაზე მოულოდნელი აღმოჩნდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელისთვის, უილიამ ლაჰიუსთვის.
 
ამ ეტაპზე ბაზა მაზარი შარიფზე ქართველი სამხედროები მსოფლიო უსაფრთხოებას ჩვეულ რეჟიმში იცავენ. 

წინა სტატიატრაგედია ლონდონ ბრიჯზე
შემდეგი სტატიაფინალის შემდეგ – “ოცნების გუნდი გვყავს“
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური