მთავარისიახლეებითვალსაზრისიგიგი თევზაძე: აფხაზეთიც დაბრუნდება, ცხინვალიც, ნატოს ჯარებიც იდგება საქართველოში, მაგრამ ამაში...

გიგი თევზაძე: აფხაზეთიც დაბრუნდება, ცხინვალიც, ნატოს ჯარებიც იდგება საქართველოში, მაგრამ ამაში ქართველი პოლიტიკოსების არანაირი დამსახურება არ იქნება

Published on

პოლიტოლოგი გიგი თევზაძე აშშ  ბიუჯეტში  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის  დაფინანსების  გათვალისწინების არსზე საუბრობს. 
– რას უნდა ნიშნავდეს აშშ ბიუჯეტში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ჩანაწერი, რომელიც ხელისუფლებამ ისევე პოსტფაქტუმ გაიგო,როგორც მოსახლეობამ?
– ზუსტად იგივეს, რაც ხდებოდა 80-ის ბოლო 90 წლები დასაწყისში ბალტიის ქვეყნების მიმართ. ზუსტად ასევე გამოდიოდენ კონგრესმენები და მხარს უჭერდნენ ბალტიის ქვეყნებს. მაშინ გლობალური პოლიტიკის ამოცანა იყო ბალტიის ზღვაში შეზღუდულიყო ან სულაც გამქრალიყო რუსების არსებობა. გააკეთეს კიდევაც ეს შესანიშნავად . 
ახლა შავი ზღვის ჯერია და ამიტომ ეს ყველა ვარანტში მოხდება. ასევე გამოვლენ თვეში ერთხელ ამერიკელი კონგრესმენები და გამოაცხადებენ რო საქართვველო თავისუფლების ღირსია და მას ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ.
ისე რომ :
დაბრუნდება აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც, 
საქართველო ევროკავშირის წევრიც გახდება და 
ნატოს ჯარებიც იდგება საქართველოში, 
.მაგრამ ამაში ქართველი პოლიტიკოსების არანაირი დამსახურება არ იქნება
ქართველი პოლიტიკოსების დამსახურება მხოლოდ ისაა, რაც დღეს ხდება ქვეყნის შიგნით! – წერს გიგი თევზაძე სოციალურ ქსელში 
 
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტში გაჩნდა ჩანაწერი  რომ ,  „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მეგობარია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. ის ორმხრივი თანამშრომლობის და ორი ქვეყნის ინტერესების ერთგული რჩება“, 
 
„შეერთებული შტატები ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას, რომელიც მოსკოვმა აღიარა“ , – წერია დოკუმენტში, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ 375 ხმით დაამტკიცა.
 
ამ ინფორმაციის მიხედვით, ვაშინგტონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში. აშშ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას მომავალშიც გააგრძელებს.
 
 ამასობაში კი საქართველოს მთავრობა, მინიტრი ლევან იზორია ქართველი ხალხისა და თვით ლა ჰიუს ზურგსუკან ავღანეთში ჩვენს კონტინგენტს ამცირებს.  

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...